• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მითები და რეალობა – რას გვიყვება ვეტერინარი დავით სადათერაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:04 12-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

თამო კეშელავა

“ალიას” ესაუბრება ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი დავით სადათერაშვილი.

– თქვენ ჰერპეტოლოგიც ბრძანდებით. ბევრ ადამიანს ჰყავს დღეს გველი სახლში? ბევრი ინფორმაცია ვრცელდება გველებზე და რომელია მათგან მითი და რომელი რეალობა?

– ბევრს არ ჰყავს, მაგრამ გვხვდება, კი. იმ შემთხვევაში მიძახებენ მათი პატრონები, როცა რამდენიმე დღე არ ჭამს. მეტწილად გეანები და გეკონები ჰყავთ. გეკონი ყველაზე ხშირად მხვდება ოჯახებში. ძალიან ლამაზია. ზოოპარკში მუშაობისას, საკმაოდ ხშირად მიწევდა ქვეწარმავლებთან კონტაქტი და მინდა გითხრათ, რომ ერთხელ, ცნობილი მითის გასაბათილებლად ექსპერიმენტიც კი ჩავატარე. ყველას ჰგონია, რომ გველს რძე უყვარს, არადა, გველი და რძე ისეა ერთმანეთთან, როგორც ცა და დედამიწა. არანაირი კავშირი გველს რძესთან არა აქვს. როგორც ჩანს, ოდესღაც ვიღაცამ დაინახა რძესთან მისული გველი და არ არის გამორიცხული, რომ იმ რძეში, მაგალითად თაგვი იყო უკვე ჩამხტარი და თაგვისთვის მისულიყო გველი და არა რძისთვის. მერე, როგორც ჩანს, ეს მითი ფართოდ გავრცელდა. რამდენიმე ჯიშის გველს დავუდგი რძე და რასაკვირველია, არც ერთი არ გაეკარა.

ასევე გავრცელებული მითია, რომ გველს ჰიპნოზის გაკეთება შეუძლია. ეს მითი კობრას უკავშირდება და გიამბობთ საიდანაც მოდის: ბაყაყი და ზოგადად ამფიბია ხედავს მოძრაობას. კობრასთვის ბაყაყი საუკეთესო საჭმელია, დელიკატესია, ამიტომ ჯდება კობრა, ენას გამოჰყოფს და ამოძრავებს. ბაყაყისთვის კობრას მოძრავი ენა მოძრავი ჭიაყელის მსგავსია და მისკენ გარბის – სწორედ ამიტომ ეახლება თავისი ფეხით კობრას და არა იმიტომ, რომ მას ჰიპნოზი გაუკეთა. თაგვს ამ გზით ვერ იტყუებს კობრა, თაგვი მას ხედავს, ამიტომ თაგვს ეპარება, მერე თავის ცნობილ ნახტომს აკეთებს და კბენს… დაკბენილი თაგვი გარბის, სანამ მას შხამი არ წააქცევს. კობრა მის კვალს მიჰყვება მანამ, სანამ დავარდნილს არ იპოვის და მიირთმევს. საუბრობენ იმაზეც, რომ გველი ადამიანს თავს ესხმის – ეს ნაწილობრივ მითია, ნაწილობრივ რეალობა. არსებობს რამდენიმე საშიში სახეობა და ყველაზე საშიშია მამბა, რომელიც აფრიკაში ბინადრობს. ამბობენ, რომ მას თუ დაინახავ, არ უნდა გაიქცე, უნდა ეცადო, გაეპარო, რადგან ის დაგედევნება და მისგან გაქცევა რთულია. მას “შავ ქვრივსაც” ეძახიან. მისი ნაკბენი მეტწილად ლეტალობით მთვარდება, სამწუხაროდ. ძალიან ძლიერი შხამი აქვს და ძალიან სწრაფად თუ არ გაუკეთდა ადამიანს ანტიდოტი, მისი გადარჩენა რთულია.

საქართველოში 4 სახეობის შხამიანი გველი არსებობს – კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კატისთვალა და გიურზა. მათგან, ყველაზე შხამიანი გურზაა, თუმცა, ისიც კი არ გესხმის პირდაპირ თავს. გიურზა მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. ის შიშინს იწყებს, როგორც კი შეგამჩნევთ, ამიტომ, თუ ტყესა და ვენახში, შიშინს გაიგონებთ, ნუ მიუახლოვდებით, დაუტოვეთ გასაქცევი გზა. გიურზა მხოლოდ მაშინ გესხმის თავს, როცა კუთხეში მიიმწყვდევ და გასაქცევ გზას არ უტოვებ. მისი თავდასხმა თავდაცვის მოტივებით განისაზღვრება. თუ იფიქრა, რომ აღარ აქვს გასაქცევი გზა, მას შეუძლია დაიგორგლოს, მერე სამი მეტრის სიმაღლეზე ახტეს და გაიშალოს. საქართველოში გიურზა 2 მეტრამდე იზრდება, თუმცა, მე ნანახი მყავს 2,5 მეტრა სიგრძის გიურზაც. საბედნიეროდ, მისი კბენის შემდეგ მინიმუმ 1 საათი და მაქსიმუმ 2 საათიც გვაქვს დრო. ლეტალობის შემთხვევები ამიტომ ნაკლებია. რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს სად უკბენს და როდის – თუ ახალნაჭამია, მას მეტწილად დაცლილი აქვს შხამი და მცირე ოდენობით შეჰყავს შხამი ადამიანის ორგანიზმში, თუ დიდი ხანი არ აქვს ნაჭამი, მისი ჯირკვლები სავსეა შხამით და მეტი შხამი შეჰყავს ორგანიზმში. დანარჩენი სამი შხამიანი გველი კიდევ უფრო ნაკლებად საშიშია. მათი საკვები, ტოქსინის მიხედვით უტოლდება ბზიკის ნაკბენს, დაახლოებით. ოთხივე გველი წითელ წიგნშია შეტანილი და ოთხივენი ძალიან ლამაზები არიან.

– ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს კატა და ზოგს ათობით კატა ჰყავს სახლში – და ხშირად ისმის კითხვა – რამდენად სწორად ახერხებენ ისინი მათ მოვლას? სჭირდება თუ არა თითოეულ კატას თავისი ტერიტორია?

– კი, ბევრი შემთხვევა მქონდა ასეთი. ყველაზე რთული სანახავი იყო ერთხელ, ერთ ბინაში, რუს ქალბატონთან 50 კატა რომ ვნახე. სამწუხაროდ, ის ქალბატონი მათ მოვლას სრულფასოვნად ვერ ახერხებდა. თითოეულ კატას უნდა ჰქონდეს პირობები, დასაწოლი, საკვები ჯამი და ა.შ.

კატა უნიკალური ცხოველია და არ მიკვირს, რომ ადამიანებს ის ძალიან უყვართ. კატაზე დღემდე გრძელდება კვლევები და მეცნიერებმა მისი ბოლომდე შესწავლა დღემდე ვერ შეძლეს. პირად ისტორიას მოგიყვებით. საცხოვრებელი ბინა შევიცვალე. როცა ყველა ნივთი გადავიტანე ახალ ბინაში, ბოლოს წავიყვანე ჩემი 6 თვის კატა. გზად, ერთ ადგილას სიჩქარე შევანელე, გადახტა და გაიქცა. 2 დღე ვეძებდი უშედეგოდ. მოვიარე ყველა კუთხე. დამეკარგა იმედი, რადგან ის სახლი, სადაც გადავედი, ნანახი არ ჰქონდა, გზაც არ იცოდა, ძველ სახლთანაც არ დაბრუნდა. საცხოვრებლად გადავედი კორპუსში, რომელსაც ჰქონდა სამი სადარბაზო, ჩემი ბინა ამ რვასართულიანი სახლის მეშვიდე სართულზეა. მესამე დღეს მესმის ჩემი კატის ხმა. გავედი აივანზე და ზემოდან მესმის ხმა. ავიხედე და სახურავიდან მიყურებს. სახურავზე იჯდა, ზუსტად ჩემი აივანის ზემოთ და მიყურებდა. დღემდე ვერ ამოვხსენი როგორ მომაგნო.

ერთი ცნობილი ისტორიაა კიდევ, მოსკოველი ოჯახი სტუმრად წავიდა ციმბირისკენ. წაიყვანეს კატა. იქ ეს კატა დაეკარგათ, ეძებეს და ვერ იპოვეს. დაბრუნდნენ მოსკოვში, 6 წლის მერე კატა ოჯახში დაბრუნდა, ბინძური, შელახული, მაგრამ დაბრუნდა. 6 000 კილომეტრი გაიარა ფეხით, მაგრამ დაბრუნდა. ვერც ამ ისტორიას ხსნიან მეცნიერები.

სხვათა შორის, სანკ-პეტერბურგში კატის ძეგლი დგას და ამ კატის ისტორია იქ ყველამ იცის. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადისას, უამრავი ადამიანი დაიხოცა შიმშილით… კანიბალიზმის შემთხვევებიც კი დაფიქსირდა მაშინ ქალაქში. ვირთხაც კი დელიკატესად ითვლებოდა. მაგ დროს კატამ დედა-შვილი გადაარჩინა სიკვდილს. ყოველ დღე გადიოდა და ან მკვდარი ვირთხა მიჰქონდა, ან მკვდარი ჩიტი. როგორც მერე ქალი ჰყვებოდა, სამად ჰყოფდა კატის მიტანილ საკვებს, ინაწილებდნენ ქალი, ბავშვი და კატა და ასე გადარჩნენ. კატამ კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა ბლოკადის დასრულებიდან და როცა გარდაიცვალა, პატივით დაკრძალეს და ძეგლი დაუდგეს. იმ ოჯახში ახლაც კიდია კედელზე ამ კატის ფოტო. სხვათა შორის, მითია ის, რომ კატას გარდაცვლილი პატრონის ჭამა შეუძლია, კატას ხშირად აგდებენ იმ ოთახიდან, სადაც გარდაცვლილი ასვენია, სულ ტყუილად, დამიჯერეთ ის ძალიან გლოვობს.

– ამბობენ, რომ კატები გრძნობენ თუ ადამიანს რამე აწუხებს და იმ ადგილზე დაჯდომით კურნავს – მითია, თუ რეალობა?

– კატებს უძლიერესი ბიოველი აქვთ, იმდენად ძლიერი, რომ იმასაც კი ამბობენ, რომ იგი შეიძლება დედამიწელი არ არის და უცხოპლანეტელია. არსებობს ვარაუდი, რომ იგი მესამე განზომილებასაც ხედავს. მეცნიერები დღემდე იკვლევენ, რას უყურებს კატა იმ დროს, როცა რაღაცას თითქოსდა უაზროდ აშტერდება – რას ხედავს ისეთს ამ დროს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ? მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ნეგატივის დანახვა და იმ ადგილას მოკალათდება, შეიძლება ისე მოარჩინოს ადამიანი, რომ ვერც კი მიხვდეს პატრონი, რა საფრთხე ემუქრებოდა მის ჯანმრთელობას. კურიოზია, მაგრამ უკვე დადასტურებული ფაქტია, კატა არ თვლის, რომ ის თქვენ სახლში სტუმარია, პირიქით, ის თვლის, რომ ეს მისი სახლია და თქვენ მისი სტუმრები ხართ. როცა გადიხართ სახლიდან, მას ვერც კი წარმოუდგენია, რომ თქვენ მართლაც სადმე მიდიხართ, როცა სამსახურიდან ბრუნდებით, მაგალითად, კატა თვლის, რომ თქვენ ეს პერიოდი, რაც სახლში არ იყავით, კარს უკან იდექით. ის თვლის, რომ თქვენ მისი მსახური ხართ და უნდა მოემსახუროთ, თუმცა, რაკი თავად თავს თქვენ პატრონად თვლის, ამიტომ თავის თავსაც უწესებს ვალდებულებებს, ფიქრობს, რომ ვალდებულია დაგიცვათ, როგორც მისი მსახური, ამიტომ თქვენ გამო დიდ ძაღლსაც კი შეებმება, ეცდება განგკურნოთ, აგაცილოთ უსიამოვნებები. ასევე, ცდილობს, გასწავლოთ ნადირობა. თუ კატა გყავთ კერძო სახლში, მან შეიძლება მკვდარი თაგვი დაგიდოთ კართან, ის ამ დროს თვლის, რომ საკვები მოიტანა სახლში…

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დაე, მომავალი წელი თქვენთვის და თქვენი საყვარელი ცხოველებისთვის საუკეთესო წელი ყოფილიყოს. მათ კი, ვისაც სურთ შინაური ცხოველი ან ფრინველი იყოლიონ სახლში და აქამდე ეს ვერ მოახერხეს, ვუსურვებ, მომავალ წელს მაინც აესრულებინოთ ნატვრა.

24 საათი თქვენი საყვარელი შინაური არსებების სამსახურში, ვეტერინარი გამოძახებით, დავით სადათერაშვილი. საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 15 15 61, 571 10 15 61

თეგები: დავით სადათერაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved