• რეკლამა
  • კონტაქტი
16:58, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მისს კელი,ერ­თმა­ნე­თი დავკლათ და აქ “აკა­პულ­კო-კუ­რორ­ტი”გა­გა­შე­ნე­ბი­ნოთ?..რატომ ჩაგვაცივდით?” -რობერტ სტურუა

ალია ავტორი - ალია
13:58 05-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლმა  რო­ბერტ სტუ­რუამ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“ძვირ­ფას ქალ­ბა­ტონს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფს, დი­დად პა­ტივ­ცე­მულ ამე­რი­კის ელჩს, მისს კ ე ლ ი დ ე გ ნ ა ნ ს! ოღონდ ერთი მთა­ვა­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი თხოვ­ნა უნდა შე­მის­რუ­ლოთ: არ მის­ცეთ სა­თარ­გმნე­ლად ეს ჩემი თით­ქოს ვულ­კა­ნი­დან ამო­ხეთ­ქი­ლი “ემო­ცი­ის ლავა” თქვენს მომ­ხიბ­ლავ ნა­ცისტ გო­გო­ნებს – ისი­ნი არ გი­თარ­გმნი­ან ზუს­ტად ჩემს გუ­ლის ნა­დებს, ისე­ვე, რო­გორც ოს­ტა­ტუ­რად გი­მა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს და არა­ფერს გიყ­ვე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ძი­ნე­ბელ მტრებ-ნა­ცის­ტე­ბის ინ­ტრი­გებ­ზე!

მაშ ასე, ვი­წყებ! რა­ტომ ჩაგ­ვა­ცივ­დით ქარ­თვე­ლებს, თით­ქოს “ბა­ნა­ნის რეს­პუბ­ლი­კის” მკვიდ­რნი ვი­ყოთ – და რომ ჩვენ სას­წრა­ფოდ უნდა შე­ვუ­რიგ­დეთ ოპო­ზი­ცი­ას, სრუ­ლი­ად ზნე­და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ფუ­ლის, მთავ­რო­ბის სა­ვარ­ძლე­ბის, “პე­დო­ფი­ლუ­რი” სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ?!

პირ­ვე­ლად კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში დიდი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა მე­ო­რე დიდი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, პუ­ტინს მკვლე­ლი უწო­და!

გა­და­ა­მოწ­მეთ CIA-ს მო­ნა­ცე­მე­ბი და დარ­წმუნ­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს და მის მა­ფი­ას ზუს­ტად იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის! მე ვფიქ­რობ, რომ თქვენ­ნა­ირ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის! მაშ რას ერ­ჩით სა­ქარ­თვე­ლოს? რას გვერ­ჩით უბე­დურ და ჯერ კი­დევ პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქე­ებს? რა გსურთ?

1. სა­ბო­ლო­ოდ რომ გვე­ტი­როს ყოფა?

2. ერ­თმა­ნე­თი დავკლად და აქ “აკა­პულ­კო-კუ­რორ­ტი” გა­გა­შე­ნე­ბი­ნოთ ვი­ღაც უსაქ­მურ ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

3. თუ მე­ო­რე ფრონ­ტი გავ­ხსნათ ოკუ­პი­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ, (ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა ამ­ქრებ­მა ერთი მე­სა­მე­დი სა­ქარ­თვე­ლო­სი რუ­სებს რომ ჩა­ა­ბა­რეს) გავ­ხსნათ მე­ო­რე ფრონ­ტი და გ უ დ ბ ა ი! (ამა­საც ქარ­თუ­ლად ვწერ და ძა­ლი­ან გთხოვთ, ზუს­ტად გი­თარ­გმნონ თქვენ­მა გაპ­რან­ჭულ­მა, ვი­თომ პატ­რი­ოტ გი­ორლ­სებ­მა?)

4. ან იქ­ნებ გსურთ სას­წრა­ფოდ სან­ქცი­ე­ბი და­ვა­კის­როთ რუ­სეთს: აღარ მივ­ყი­დოთ მჟა­ვე მან­და­რი­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი ტკბი­ლი “ხვან­ჩკა­რა”(იცით ალ­ბათ, რომ ბევ­რი არ მო­დის)?

გა­მო­გი­ტყდე­ბით, ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თქვენ­თვის ო’ჰენ­რის “მე­ფე­ე­ბი და კომ­ბოს­ტო” არის ჩვენს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­დე­ლი? ბო­დიშს გიხ­დით ასე­თი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლის გამო, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა იმ­პე­რია და­ინ­გრა და სა­ქარ­თვე­ლომ და­იბ­რუ­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იქ­ნებ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, მისს კელი დაგ­ნან­მა?!..ზოგ­ჯერ მა­ინც!.. რა, არ გვაქვს უფ­ლე­ბა?

ვერ აგ­ვიხ­სნია, რა­ტომ გსურთ, თა­ნაც ასე და­ჟი­ნე­ბით, რომ ქედ­მა­ღა­ლი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი დიდი ქვეყ­ნე­ბის მი­თი­თე­ბით პა­ტა­რა უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის და კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნამ, ერთი ციც­ქნა სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ვი­დი­ნოთ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მე­ბი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ ასე გსურთ! გიკვრთ არა, რომ ომი არ გვინ­და?

არ გახ­სოვთ, ჩვენ საკ­მა­რი­სად რომ ვი­ო­მეთ! და­გა­ვი­წყდათ? ის თუ გახ­სოვთ – დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­სა­ლე­ვი წყა­ლი რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა! ამა­ვე დროს კი გულ­თბი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ქარ­თვე­ლე­ბის მტრებს, ქურდბა­ცა­ცებს, ძა­ლა­უფ­ლე­ბით და­კა­ე­ფე­ბულ მკვლე­ლებ­თან სე­მი­ნა­რებს აწყობთ ბა­კუ­რი­ან­ში! რა­ტომ???

ეს იგი­ვეა, ამე­რი­კე­ლებს რომ შევ­ძა­ხოთ: ახ­ლა­ვე შე­უ­რიგ­დით ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს და ერ­თად გა­უ­ძე­ხით ბრწყინ­ვა­ლე ქვე­ყა­ნა­სო?! ვერ მო­ას­წა­რით: ეპშ­ტე­ინ­მა სა­ეჭ­ვოთ მო­იკ­ლა თავი ნიუ-იორ­კის ცი­ხე­ში. ჩვენ კი მრის­ხა­ნედ მიგ­ვი­თი­თებთ:“ ახ­ლა­ვე შე­უ­რიგ­დით ქარ­თველ ეპშ­ტე­ი­ნებს!”რ ა ტ ო მ ?ფო­ტო­ზე: საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი თქვე­ნი სა­ეჭ­ვო ჯეფ­რი”

თეგები: კელი დეგნანირობერტ სტურუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved