• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

ალია ავტორი - ალია
16:16 07-31-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ოპერაციები, რომლებიც დღეს ტარდებოდა, ადრე რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა და ეს ნამდვილად ასეა. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ ისიც, რომ რიგი დაავადებების შემთხვევაში, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, პროფესიონალური ოპერაციები დღესაც არ კეთდება ყველა კლინიკაში. სწორედ ამიტომ, პაციენტის მთავარი იარაღი დღეს ინფორმაციაზე წვდომაა და იმის ცოდნა, რომელი მეთოდით სჯობს მკურნალობა, სად და როგორ.

მაგალითად, გულის ოპერაციები რომ ავიღოთ, სტენტის ჩადგმას და შუნტირებს ბევრი კლინიკა აკეთებს, მაგრამ თუ სისხლძარღვებში კალციუმის მარილები ისეა ჩალექილი რომ სისხლძარღვების კედლები გამყარებულია უკვე (კალციფიკაცია), ამ შემთხვევაში სტენტის ჩადგმა ან შეუძლებელია, ან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, მხოლოდ იმ კლინიკას შეუძლია ოპერაციის დაგეგმვა, ვისაც თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და გადამზადებული, პროფესიონალი გუნდით, შეუძლია როტაციული ათერექტომიის შეთავაზება პაციენტისთვის, ანუ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლძარღვის კედლებიდან გამყარებული კალციუმის მოშორება და შემდგომ უკვე ელასტიურ, გაფართოებულ სისხლძარღვში სტენტის ჩადგმა.

სამწუხაროდ, ამ მეთოდს ყველა კლინიკაში ჯერ ისევ ვერ გთავაზობენ, რადგან გარდა აპარატურისა, ეს ტექნოლოგია სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს ექიმისგან.

ექიმი, კარდილოგი, თამარ ჯანაშია, 11 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, დღეს გვიყვება სიმპტომებზე, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის დროა და სიმპტომებზე, რომელთა დროსაც, აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება, ასევე იმაზე, თუ რა შემთხვევაშია საჭირო სტენტის ჩადგმა და რა შემთხვვაში – არა, და რასაკვირველია, დეტალურად გვესაუბრება როტაციულ ათერექტომიაზე, რომლის დახმარებითაც არაერთი ადამიანი სიცოცხლე გადარჩა უკვე.

– რა არის გულის იშემიური დაავადება? რა ტიპის პრობლემას ქმნის ორგანიზმისთვის?

– გულის იშემიური დაავადება არის სისხლის მიმოქცევის სისტემური დარღვევა, რომელიც ორგანიზმს მთავარ სასიცოცხლო რესურსს – ჟანგბადს ართმევს და მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. დაავადების მთავარი მიზეზი ათეროსკლეროზია – პროცესი, რომლის დროსაც გულის მომამარაგებელი სისხლძარღვები (კორონარული არტერიები) ქოლესტერინული ფოლაქების გამო ვიწროვდება და კარგავს ელასტიურობას. შედეგად, გულს სისხლი საჭირო რაოდენობით აღარ მიეწოდება.

სისხლძარღვების შევიწროება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც მთელ ორგანიზმზე აისახება:

  • ჟანგბადოვანი შიმშილი და ტკივილი (სტენოკარდია): ფიზიკური დატვირთვის ან სტრესის დროს გული უფრო სწრაფად მუშაობს და მეტ ჟანგბადს მოითხოვს. ვინაიდან შევიწროებული სისხლძარღვი სისხლის ნაკადს აფერხებს, ვითარდება ჟანგბადის დეფიციტი, რაც მკერდის არეში მომჭერი ტკივილით ვლინდება.
  • ინფარქტის რისკი: თუ სისხლძარღვში არსებული ქოლესტერინის ფოლაქი დაზიანდა, მის ზედაპირზე მომენტალურად ჩნდება თრომბი. იგი სრულად ან ნაწილობრივ ახშობს სისხლძარღვს, რასაც გულის კუნთის კონკრეტული ნაწილის კვდომა – მიოკარდიუმის ინფარქტი მოსდევს.
  • გულის უკმარისობა: ხანგრძლივი მუშაობა „მშიერ“ რეჟიმში გულის კუნთს ასუსტებს. იგი ვეღარ ახერხებს სისხლის ეფექტურად გადატუმბვას, რაც იწვევს ქოშინს, ქრონიკულ დაღლილობასა და ორგანიზმში სითხის შეგუბებას.

– სიმპტომები ორ ნაწილად რომ დავყოთ: რომელია სიმპტომები, რომლებიც მიგვანიშნებენ დაავადების დასაწყისზე და რა სიმპტომები გვაჩვენებს რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდება ადამიანს?

– სიმპტომების დროული ამოცნობა ხშირად სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია. ადრეული „განგაშის სიგნალები“ როდის უნდა მივმართოთ კარდიოლოგს?

  • დისკომფორტი მკერდის არეში: სიმძიმის, ზეწოლის ან წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება.
  • არატიპური ქოშინი: ჰაერის უკმარისობა ისეთი დატვირთვისას, რაც ადრე სირთულეს არ წარმოადგენდა.
  • ტკივილის ირადიაცია (გადაცემა): დისკომფორტი, რომელიც მკერდიდან გადადის მარცხენა მხარში, ხელში, კისერში, ყბაში ან ზურგში.
  • უმიზეზო დაღლილობა: ქრონიკული გადაღლილობის შეგრძნება ჩვეული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას.

ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ გულის კუნთს ჟანგბადი უკვე აკლდება, თუმცა, პროცესი ჯერ კიდევ მართვადია. როგორც წესი, ეს ნიშნები ვლინდება ფიზიკური დატვირთვისას (სირბილი, კიბეზე ასვლა) ან ემოციური სტრესის დროს და მოსვენებისას გადის.

კრიტიკული ნიშნები – როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?

  • მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი: ძლიერი მომჭერი ან მწველი ტკივილი გულმკერდში, რომელიც არ გადის მოსვენებისას და გრძელდება 15-20 წუთზე მეტი.
  • ცივი ოფლი და ფითრები: უეცარი, ჭარბი წებოვანი ოფლიანობა და კანის გაფითრება.
  • მკვეთრად გამოხატული ჰაერის უკმარისობა: ძლიერი მოხრჩობის შეგრძნება მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი.
  • უეცარი თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა: გამოწვეული ტვინისთვის სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირებით.
  • სიკვდილის შიში და პანიკა: ხშირად თან ახლავს გულის შეტევას, როგორც ორგანიზმის ბუნებრივი ნეიროგენული პასუხი კრიტიკულ საფრთხეზე.

ეს სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ სისხლძარღვი, სავარაუდოდ, სრულად დაიკეტა და ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. თუ ადრეული ნიშნების დროს გვაქვს დრო გეგმიურად ჩავეწეროთ კარდიოლოგთან, კრიტიკული ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. თვითმკურნალობა ან „გადავლის“ ლოდინი ამ დროს დაუშვებელია.

– არსებობს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი? თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სწრაფ და ზუსტ დიაგნოტირებაში რამდენად დიდია?

– გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკაში საყოველთაოდ აღიარებული და ფუნდამენტური „ოქროს სტანდარტი“ გახლავთ კორონაროგრაფია. თუმცა, დღეს თანამედროვე მედიცინა და ციფრული ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მხოლოდ ამით აღარ ვიფარგლებით. ამ სტანდარტს დღეს გვერდით უდგას კიდევ ერთი ულტრათანამედროვე და რევოლუციური მეთოდი – სისხლძარღვშიდა ექოსკოპია (IVUS). დღეს ტექნოლოგიების როლი უდიდესია, რადგან ისინი ექიმს აძლევენ უპრეცედენტო სიზუსტეს. ჩვენ შეგვიძლია დაავადება აღმოვაჩინოთ და შევაფასოთ იმ ეტაპზეც კი, როცა ის კლინიკურად ნაკლებად ვლინდება.

ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკის ეს მაღალტექნოლოგიური ჯაჭვი სრულად არის დანერგილი და ყოველდღიური საოპერაციო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ სტანდარტული, ბაზისური მეთოდებით; ჩვენი ულტრათანამედროვე აპარატურა ინტერვენციულ კარდიოლოგებს აძლევს შესაძლებლობას, მიკროსკოპული სიზუსტით დასვან დიაგნოზი და მართონ ურთულესი შემთხვევებიც კი. ეს ჩვენს პაციენტებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის უსაფრთხოებასა და მკურნალობის საუკეთესო გრძელვადიან შედეგის გარანტიას აძლევს.

– კორონაროგრაფია და სისხლძარღვშიდა ექოსკოპია – რა განსხვავებაა ამ კვლევებს შორის და რომელი როდის არის საჭირო?

– კორონაროგრაფია- ეს არის მაღალტექნოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური კონტრასტული ნივთიერების დახმარებით, ეკრანზე რეალურ დროში, მილიმეტრის სიზუსტით ჩანს გულის სისხლძარღვების ანატომია, იგი გვაძლევს ორგანზომილებიან „ჩრდილს“ და აჩვენებს: სად არის შევიწროება, რამდენ პროცენტიანია დაზიანების ხარისხი და რა ტიპის ჩარევაა საჭირო.

სისხლძარღვშიდა ექოსკოპია (IVUS)- ეს კვლევა უშუალოდ კორონაროგრაფიის პროცესშივე კეთდება. სისხლძარღვის შიგნით შეგვყავს მიკროსკოპული ზონდი, რომელიც ულტრაბგერითი ტალღებით მუშაობს. ის ექიმს საშუალებას აძლევს, არტერიის შიგნიდან, 360 გრადუსით დაათვალიეროს სისხლძარღვის კედელი. ამ მეთოდს მაშინ მივმართავთ, როცა კორონაროგრაფია სრულყოფილ პასუხს ვერ გვაძლევს – მაგალითად, როცა შევიწროება სპეციფიკურ ადგილასაა (არტერიების განშტოებასთან), ან როცა ექიმს სჭირდება ზუსტად გაიგოს ქოლესტერინის საცობის (ფოლაქის) სტრუქტურა ასევე, ის შეუცვლელია უშუალოდ სტენტირების დროს, რათა მილიმეტრის მეასედის სიზუსტით შეირჩეს სტენტის ზომა და იდეალურად ჩაჯდეს სისხლძარღვში.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ – კორონაროგრაფია გვეუბნება, სად არის პრობლემა, ხოლო სისხლძარღვშიდა ექოსკოპია (IVUS) დეტალურად გვიხსნის, რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე და როგორ ვუმკურნალოთ მას მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

– რა შემთხვევაშია სტენტირება საჭირო და რა შემთხვევაში – არა ?

– სტენტირება (კორონარული ანგიოპლასტიკა) გულის მცირეინვაზიური, მაღალტექნოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც შევიწროებულ სისხლძარღვში სპეციალური მცირე ზომის ბადე (სტენტი) თავსდება სისხლის ნაკადის აღსადგენად. თუმცა, სტენტირება ყველას არ სჭირდება.

თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებით, პაციენტები ორ მთავარ ჯგუფად იყოფიან:

1. როდის არის სტენტირება სასიცოცხლოდ საჭირო? არსებობს მდგომარეობები, როდესაც სტენტირების ალტერნატივა არ არსებობს და ყოველი წუთი გადამწყვეტია:

  • მწვავე ინფარქტი ან არასტაბილური მდგომარეობა: როდესაც სისხლძარღვი სრულად ან თითქმის სრულად არის ჩაკეტილი თრომბით და გულის კუნთი განიცდის კვდომას. ამ დროს სტენტირება სასწრაფოდ კეთდება სიცოცხლის გადასარჩენად.
  • კრიტიკული შევიწროება (70%-ზე მეტი): როდესაც არტერიის სანათური იმდენად არის დავიწროებული, რომ გულს მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი უჭირს მუშაობა.
  • მედიკამენტების უეფექტობა: თუ პაციენტი წესების დაცვით იღებს დანიშნულ წამლებს, მაგრამ გულმკერდში ტკივილი (სტენოკარდია) და მოხრჩობის შეგრძნება მაინც აწუხებს მცირე ფიზიკური დატვირთვისას.

2. როდის არ არის საჭირო სტენტირება? ბევრს ჰგონია, რომ სისხლძარღვში ნებისმიერი ფოლაქის აღმოჩენისას სტენტია საჭირო, რაც მცდარია:

  • სტაბილური და არაკრიტიკული შევიწროება: თუ სისხლძარღვის სანათური შევიწროებულია, მაგალითად, 40-50%-ით, სტენტირება არ კეთდება. ასეთ დროს მედიკამენტური მკურნალობა (ქოლესტერინის დაწევა, წნევის კონტროლი, სისხლის გამათხელებლები) სრულიად საკმარისია, რათა დაავადების პროგრესირება შეჩერდეს.
  • სპეციფიკური ანატომიური შემთხვევები (შუნტირების ჩვენება): თუ დაზიანებულია გულის მთავარი არტერია ან ერთდროულად სამივე ძირითადი სისხლძარღვი არის კალციფიცირებული და შევიწროებული, სტენტირება შეიძლება ტექნიკურად არასწორი ან არასაიმედო იყოს. ასეთ დროს ინიშნება ღია ოპერაცია – კორონარული შუნტირება.

სტენტირება არ არის „პანაცეა“ და ის არ აუქმებს დაავადებას – ის უბრალოდ აფართოებს კონკრეტულ შევიწროებულ ადგილს. გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურია და ეფუძნება კორონაროგრაფიისა და სისხლძარღვშიდა ექოსკოპიის (IVUS) ზუსტ მონაცემებს, რათა პაციენტმა მიიღოს ზუსტად ის მკურნალობა, რაც მოცემულ მომენტში მისთვის ყველაზე უსაფრთხოა.

– არსებობს სტენტის სტანდარტული იმპლანტაციის ალტერნატივა? როგორც ვიცი, არის შემთხვევები, როდესაც სისლხძარღვის კალციფიკაციის გამო მისი ჩადგმა შეუძლებელია, ასეა?

– კალციფიკაცია, ანუ სისხლძარღვის კედლებში კალციუმის მარილების დალექვა სისხძარღვის კედელს ხდის ძალინ ხისტს და მყარს, ასეთ დროს სტანდარტული ბალონით სისხლძარღვის გაფართოება და მასში სტენტის ჩადგმა ტექნიკურად შეუძლებელი ან უკიდურესად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეიქმნა ალტერნატიული მეთოდი რომელმაც რევოლუცია მოახდინა მძიმედ კალციფიცირებული სისხლძარღვების მკურნალობაში. ამ ურთულესი დაბრკოლების გადასალახად არსებობს უახლესი, მაღალტექნოლოგიური ალტერნატივა – როტაციული ათერექტომია (როტაბლაცია).

– როტაციულ ათერექტომიაზე ამბობენ, რომ ულტრათანამედროვე პროცედურაა და ერთ–ერთი ბოლო სიტყვა მედიცინაში. რა შემთხვევაში სთავაზობს მას კლინიკა პაციენტებს?

– დიახ, ეს ინფორმაცია აბსოლუტურად სწორია. როტაციული ათერექტომია (როტაბლაცია) ნამდვილად არის თანამედროვე ინტერვენციული კარდიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი. ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო.

როგორ მუშაობს?

სისხლძარღვის შიგნით შეგვყავს მიკროსკოპული, ალმასის მტვრით დაფარული ბურღი (როტაბლატორი).

რა ეფექტი აქვს?

ეს მიკრო-ბურღი წუთში 140 000 – 180 000 ბრუნვის სიჩქარით ტრიალებს. ის საოცარი სიფრთხილით ფქვავს სისხლძარღვის კედელზე არსებულ მყარ კალციუმს მიკრონაწილაკებად, რომლებიც სისხლის ნაკადში სრულიად უსაფრთხოდ იშლებიან.

შედეგი:

კალციუმის ფენის მოშორების შემდეგ, სისხლძარღვი კვლავ ელასტიკური ხდება, ფართოვდება და ექიმს უკვე ეძლევა შესაძლებლობა, იდეალურად და ყოველგვარი რისკის გარეშე ჩადგას მასში სტენტი.

ჩვენი კლინიკა პაციენტებს ამ ულტრათანამედროვე პროცედურას სთავაზობს კონკრეტულ, ყველაზე რთულ შემთხვევებში: როცა სტანდარტული სტენტირება უპერსპექტივოა თუ პაციენტს სისხლძარღვის ანატომიური თავისებურებების ან დაავადების სირთულის გამო უარი ეთქვა კლასიკურ სტენტირებაზე და ამავდროულად, გარკვეული მიზეზების გამო (მაგალითად, ასაკი ან თანმხლები დაავადებები) მისთვის არ არის რეკომენდებული ღია კარდიოქირურგიული ოპერაცია (შუნტირება).გარდა ამისა. არსებობს პაციენტების კატეგორია რომელიც ფსიქოლოგიურად ვერ იმეტებენ თავს ასეთი მძიმე ოპერაციისთვის და კატეგორიულ უარს ამბობენ ამ ტიპის ტრავმულ ჩარევაზე. სწორედ ასეთი პაციენტებისთვის როტაციული ათერექტომია ხდება სიცოცხლის გადამრჩენი ხიდი.

– როგორც ვიცი, ყველა კლინიკა ვერ სთავაზობს ამ მომსახურებას პაციენტს და მიზეზი აპარატის არქონაა?

სამწუხაროდ, კლინიკების უმრავლესობა მძიმე კალციფიკაციის მქონე პაციენტებს ვერ ეხმარება, რადგან ეს ტექნოლოგია უახლეს აპარატურასთან ერთად განსაკუთრებულ, საგანგებო კვალიფიკაციას მოითხოვს. ჩვენს კლინიკაში როტაციული ათერექტომია ყოველდღიური საოპერაციო პრაქტიკის ნაწილია. ჩვენი გამოცდილი ინტერვენციული კარდიოლოგებისა და ულტრათანამედროვე აღჭურვილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ყველაზე რთულ პაციენტებსაც კი და ვაჩუქოთ მათ სრულფასოვანი, ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელების შანსი.

– რა ასაკიდან უნდა შევამოწმოთ უსიმპტომო პაციენტებმა გულის მდგომარეობა და რა პერიოდში ერთხელ ?

– მედიცინაში არსებობს ოქროს წესი: დაავადების პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე მისი მკურნალობა. გულის იშემიური დაავადება ხშირად წლების განმავლობაში ჩუმად, ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ვითარდება, ამიტომ სკრინინგს (პროფილაქტიკურ შემოწმებას) გადამწყვეტი როლი აქვს.

საერთაშორისო კარდიოლოგიური გაიდლაინების მიხედვით, უსიმპტომო პაციენტებისთვის რეკომენდაციები ასე ნაწილდება:

1. ძირითადი ასაკობრივი ზღვარი:

20 წლიდან: რეკომენდებულია ყველამ, ყოველ 4-6 წელიწადში ერთხელ, გადაამოწმოს საბაზისო მაჩვენებლები: სისხლში ქოლესტერინის დონე, გლუკოზა (შაქარი) და არტერიული წნევა. ეს გვეხმარება ადრეულ ასაკშივე გამოვავლინოთ ფარული რისკ- ფაქტორები.

40 წლიდან მამაკაცებისთვის და 50 წლიდან (ან მენოპაუზის შემდგომ) ქალებისთვის: ეს არის ასაკი, როდესაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მკვეთრად იზრდება. ამ პერიოდიდან კარდიოლოგთან გეგმიური ვიზიტი და ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) გადაღება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.

2. გამონაკლისი შემთხვევები (როდის უნდა დავიწყოთ უფრო ადრე?)

ასაკის მიუხედავად, კარდიოლოგიური კონტროლი ბევრად ადრე – 30 წლიდან ან უფრო ადრეც არის საჭირო, თუ ადამიანს აქვს ე.წ. „მაღალი რისკის ფაქტორები“:

  • გენეტიკური განწყობა: თუ ოჯახის პირველი რიგის ნათესავს (მშობელს, დას, ძმას) ახალგაზრდა ასაკში (მამაკაცებში 55 წლამდე, ქალებში 65 წლამდე) გადატანილი აქვს ინფარქტი ან ინსულტი.
  • თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა ან ქრონიკული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა).
  • ცხოვრების წესი: თამბაქოს აქტიური მოხმარება და მჯდომარე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია სპეციალური პროფილაქტიკური კარდიოლოგიური პაკეტები (ე.წ. Check-up კვლევები), რომლებიც საშუალებას აძლევს უსიმპტომო ადამიანს, სულ რამდენიმე საათში მიიღოს სრული ინფორმაცია თავისი გულის ჯანმრთელობაზე. არ დაელოდოთ ტკივილს ან ჰაერის უკმარისობას – წელიწადში მხოლოდ ერთი დღე დაუთმეთ გულის პროფილაქტიკურ შემოწმებას, რადგან ეს ერთი დღე ხშირად ათეულობით წელს მატებს ადამიანის სიცოცხლეს.

(R)

თეგები: თამარ ჯანაშიანიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved