• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება და ეს ძალიან ცუდია – ლიზა იასკო

ალია ავტორი - ალია
14:01 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

 მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება და ეს ძალიან ცუდია – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ვხედავ, რომ არის ყურადღება ექიმების მხრიდან, თუმცა გარკვეული პროცედურები მაინც არ კეთდება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხედავ, რომ ის ძალიან კარგად არ გრძნობს თავს, მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება და ეს ძალიან ცუდია. ვხედავ, რომ მას აქვს ძალიან სტრესული სიტუაცია. მუდმივად იგრძნობა ციხე. დღეს ვიცი, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მან გადასცა წერილი ქალს, რომელსაც კოვიდის გამო ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა ეს წერილი წაართვეს. მან გადასცა წერილი მხარდამჭერი სიტყვებით, თუმცა ციხის დაცვამ სამწუხაროდ ამის საშუალება არ მისცა. ასევე, დღეს ჩვენი შეხვედრა რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს და გვითხრეს, რომ უკვე საჭიროა გასვლა. სამწუხაროდ, გუშინ აქ ერთი დეპუტატი მთელი დღე ელოდა და როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, სხვებიც ელოდებიან მიხეილთან მოხვედრას, თუმცა მათ არ უშვებენ და არ იძლევიან განმარტებებს, თუ რა წესებით უნდა შევიდნენ ეს ადამიანები. ამიტომ, გულწრფელად გითხრათ, მე არ მაქვს შეგრძნება, რომ ამ დღეებში რამე გაუმჯობესდა. ძალიან ვღელავ. არ ვიცით დიაგნოსტიკის ზუსტი მდგომარეობა ტრავმის შემდგომ სინდრომთან, სხვადასხვა სიმპტომებთან დაკავშირებით. მე ექიმი არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საჭიროა უფრო მეტი. პირადად ჩემი აზრია, რომ ის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ უნდა იყოს და მე ვერ ვხედავ, რომ ამ პირობებში ის უსაფრთხოდ იმყოფება. მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მომენტი, ის გააკეთებს განცხადებას, „ფეისბუქში“ გამოაქვეყნებს ინფორმაციას ბრძოლის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ალბათ, საათის განმავლობაში“, – განაცხადა იასკომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved