ექსპერტი ზურა ბატიაშვილი – რუსი “დიპლომატის “ბორის ბონდარევის – ჟენევაში გაეროს წარმომადგენლობასთან არსებული რუსეთის საელჩოს მრჩეველი თანამდებობიდან გადადგომაზე წერს:
“რეალურად, ყველამ იცის, რომ არავითარი რუსი დიპლომატები არ არსებობენ. ისინი, როგორც წესი, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან.
ამიტომ მისი გმირად გამოცხადება არასწორი იქნება. მაგრამ თავად ფაქტი, რომ რუსეთის სახელმწიფოზე მომუშავე პირი სამსახურიდან გარბის, თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ კარგად არ მისდით საქმე.
ამას გაგრძელებაც ექნება. როცა გემი იძირება, პირველად ვირთხები გარბიან ხოლმე.”
კომენტარები