ბლოგერი გურამ შეროზია:
„მიშისტი არ გეგონოთ, მაგრამ მიშას ციხეში ჯდომა ცოტა მიტყდება.
ისტორიას რომ გადავხედოთ – ჯამში იმაზე მეტი გააკეთა პრეზიდენტობისას, ვიდრე ჯამში ყველა სხვა პრეზიდენტმა ერთად, კაი ბიჭები რომ “თავანს” არ მთხოვენ, რომ ვმოგზაურობ, 100% დაფინანსებით რომ ვისწავლე, ჩემი განათლება კარიერაში რომ გამომადგა, სხვადასხვა ქალაქში საქართველოში ბედნიერად რომ ვმოგზაურობ და ევროპას არ ჩამოვუვარდებით – ამისიც მადლიერი ვარ.
კი, ცუდი რაღაცები ჩაიდინა (მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ჩემს ტყავზე არ გამომიცდია) და სასჯელიც მიიღო ამისთვის – დაკარგა ხელისუფლება და ქვეყნიდან წასვლაც მოუწია.
ჩემთვის ის კონკრეტული ბრალდებებიც ბუნდოვანია, რის გამოც ზის ციხეში და თუ მეტყვით კომენტარებში – მოგისმენთ სიამოვნებით.
არ ვამბობ, რომ არიქა დავაბრუნოთ, ყველამ თავად გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ, თუმცა ციხისთვის მაინც ვერ მემეტება. მე მაპატიეთ“
კომენტარები