• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშას უნდა ამ ორ კაცს ფული აპატრონებინოს? ივანიშვილის, კეზერაშვილის და მერაბიშვილის ტყვეობაშია სააკაშვილი და თქვენ გინდათ მისი დახსნა?” – ტრაპაიძე და მელია

ალია ავტორი - ალია
22:10 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
707

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტვ პირველთან ამბობს:

ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია დაახლოებით 1 თვის წინ მქონდა, მაგრამ არ ვსაუბრობ დეტალებზე, დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ინტრიგები სავიზიტო ბარათია მერაბიშვილის, რაზე ვსაუბრობთ 2023 წელს, იმ პოტენციურ შესაძლებლობაზე, რომ წარსული მოხვდეს მომავალში? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ხალხს არ ხვდებიან, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში არ არიან. უამრავ ადამიანს უნდა ცვლილება, ნაციონალური მოძრაობა კი არ გახლიჩეს, მთელი ოპოზიციური ფრონტი დააზიანეს. როცა ვამბობ, რომ არ მინდა ბიძინა ივანიშვილი, გამოვიხედავ და კეზერაშვილს და მერაბიშვილს დავინახავ – ვიბნევი, ასეა უამრავი ადამიანი. 

რა კამპანია აწარმოეს, აგერ მიტაცებული აქვს პარტია მელიას, უნდა დავუბრუნოთ მიშას, მელია მტერია, მერაბიშვილ–კეზერაშვილმა ფული დახარჯეს შიდა არჩევნებში,  ფულის დარგება და ფულის დახარჯვა, ერთი და იგივე არ არის, ფული დახარჯეს. არ ელოდებოდნენ იმ ჩემ 40 პროცენტს და დღეს მხარდაჭერა უფრო დიდია. დღეს კეზერაშვილი და მერაბიშვილი ხედავენ, ფულს ხარჯავენ და დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ეს თითქოს დამარცხებული მხარე, სარგებლობს უფრო მეტი მხარდაჭერით და კითხვა ხომ უნდა დასვა, რატომ? იმიტომ რომ სიმართლეა. 

დღეს კეზერაშვილ–მერაბიშვილთან შეკვრა, არის ეშმაკთან შეკვრა, ოღონდ ივანიშვილის სასარგებლოდ. სწორ ადამიანებთან შეკვრაა ერთობა. ერთობა ლამაზად ჟღერს, მაგრამ ვისთან ერთობა? ერთმა დამპალმა ვაშლმა, მთელი კალათა დაალპოო. 

რომ დაენახათ მართლა მარტო ვარ ჩემ ჯიუტ პოზიციაზე, დიდი ხნის წინ გამრიცხავდნენ. უამრავი ადამიანია. მაგალითად, გიორგი კირთაძე, წკლების წინ გავიცანი მხოლოდ და ეს ადამიანები და ბევრი სხვა 2003 წლიდან არიან პარტიაში. ნათესაობა მაქვს მათთან რომ სიმართლე იქეთ იყოს და აქეთ იდგნენ? შეცდომაში გაჯიუტდნენ. ეს შეცდომაც არ იყო, ეს იყო განზრახ ნაბიჯი, როდესაც ხალხი პარტიიდან გაყარეს. ეს არ არის შიდა პარტიული დაპირისპირება. პარტიას, რომელსაც აქვს ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის – ბიძინაივანისვილზმს უნდა ასხივებდეს კეზერაშვილ–მერაბიშვილით?

3 წლის წინ ვთქვი, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება, მე, ნიკა მელია, იქ არ ვიქნები, იმიტომ რომ გლდანში, სადაც ვუპირსპირდებოდი ქართულ ოცნებას, გაირკვა, რომ ეს ადამიანი შტაბს მინგრევდა, ციხიდან ახალი გამოსული, ეს ადამიანი დღეს პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომაა, რომ საკუთარ ფულს უპატრონოს. მე ამისთვის არ ვარ პოლიტიკაში, სხვა საქმეს მოვძებნიდი და თუ ვინმეს მიაყენეს შეურაცხყოფა, პატიმარს მიაყენეს შეურაცხყოფა.

დიანა ტრაპაიძე:

–რა გამოვიდა, სააკაშვილი დადგა იმ ხალხის მხარეს, ვისი მთავარი ამოცანაა საკუთარი ფულის პატრონობაა? მიშას უნდა ამ ორ კაცს საკუთარი ფინანსები აპატრონებინოს? ივანიშვილის, კეზერაშვილის და მერაბიშვილის ტყვეობაშია სააკაშვილი და თქვენ გინდათ მისი დახსნა?

ნიკა მელია:

კარგად მოვასწარი მიხეილ სააკაშვილის გაცნობა. ამიტომ ვამბობ, რომ ის არის ორმაგ ტყვეობაში. ის არის ძირითადად ამ რეჟიმის ტყვეობაში, მაგრამ, მას ვიცნობდი ადამიანს, ვინც თვალს უსწორებს საზოგადოებრივ აზრს და საზოგადოებრივი აზრი არის შემდეგი – არ გვინდა ქართული ოცნება, გაგვაღატაკა, მაგრამ არ მინდა მერაბიშვილ–კეზერაშვილი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე სააკაშვილს, კეზერაშვილ–მერაბიშვილი, არ მინდა. ამიტომაც მჯერა, რომ ის არის ორმაგ ტყვეობაში. რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ისევ ჩვენი დასახსნელია, დარწმუნებული ვარ,

გავიდნენ ქუჩაში, ისაუბრონ, ივანიშვილის დამარცხება როცა გინდა და ალტერნატივად მერაბიშვილ–კეზერაშვილის კონტროლირებად პოლტიკურ ჯგუფს თავაზობ – ამით ივანიშვილის გაიხანგრძლივებს მიტაცებულ მმართველობას და სააკაშვილის პატიმრობაც ხანგრძლივდება. 

 

“ეს ადამიანები ვერ დაგიხსნიან” – ნიკა მელია სააკაშვილს

 

 

 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved