• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა ისევ თავად ცდილობს საპროტესტო ფორმის მოფიქრებას… ნაციონალები მაისისთვის განსაკუთრებით ემზადებიან” – რას უყვებიან კულუარულად “ალიას”

ალია ავტორი - ალია
22:29 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ანი დვალიშვილი, ალია

„ოცნებაში“  არეულობის ფონზე, წესითა და რიგით, ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით უნდა აქტიურობდეს, მაგრამ ფინანსური თუ ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, აქტიურეობის შესაძლებლობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ეს პარტია კი მთლიანად მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგზეა გადასული. მასობრივმა შიმშილობის აქციამ ვერც დასავლელ და ვერც ადგილობრივ პარტნიორებზე ეფექტი რომ ვერ მოახდინა, სააკაშვილი მალე მიხვდა და ამიტომ, პარტიის ცენტრალურ ოფისში „ლეიბებზე გაწოლილი“  ხალხი აჰყარა. ახლა მიშა ისევ თავად ფიქრობს საპროტესტო ფორმის მოფიქრებას, ისეთს, ეფექტური რომ იყოს, თუმცა კარგად იცის, კიდევ ერთი შიმშილობის დაწყება შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, აი სხვა კი ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრეს.

ჰო, იმასაც გეტყვით, რას უპირებს სააკაშვილი იმ ეკონომიკურ პროგრამას, რომელსაც ასე გულმოდგინედ  წერს – ეს პროგრამა დღის სინათლეს მალე იხილავს და იქ დეტალურად იქნება აღწერილ-გაწერილი, რას გააკეთებდა მიშა, თავად რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და როგორ ააყვავებდა ქვეყანას. ამ პროგრამით ნაციონალები ამომრჩევლების შეტრიალებას შეეცდებიან, რადგან სოციალური პრობლემა დღეს ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას და ნაცებმაც სწორედ ამაზე უნდა გააკეთონ გათვლა.

ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალები მაისის არჩევნებისთვისაც განსაკუთრებით ემზადებიან. მოგეხსენებათ, რუსთავი მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს, რადგან ნინო ლაცაბიძემ პარლამენტიდან მერის თანამდებობაზე გადაინაცვლა და მეტალურგთა ქალაქში სწორედ მისი შემცვლელის არჩევნები ჩატარდება. სწორედ რუსთავის მოგებას აპირებს ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენი ოპოზიციაც („პატრიოტთა ალიანსის“ გამოკლებით) დაითანხმა, რომ საერთო კანდიდატით წარსდგეს. იმის გათვალისწინებით, რომ მერის არჩევნებზე დავით კირკიტაძემ ნინო ლაცაბიძეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, „ოცნება“  იოლ გამარჯვებას არ უნდა ელოდოს. მითუმეტეს, ნაცებმა აქტივის გადამზადება უკვე დაიწყეს და რამდენიმე სერიოზული ტრენინგიც გამართეს, რომელიც ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, ევროპიდან და ამერიკიდან მოწვეულმა სპეციალისტებმაც ჩაატარეს.

რუსთავი რომ საჯილდაო ქვა იქნება, იქიდანაც ჩანს, რომ „ოცნების“ შტაბები ქალაქში მარტის პირველი რიცხვებიდან გაიხსნება და ე.წ. მწვანე სიების შედგენაც დაიწყება, ანუ სიების, რომლებზეც კონკრეტული პირები პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ მხარს მმართველ გუნდს დაუჭერენ. რუსთავში გამარჯვება, სადაც საკრებულო ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება და თუ ოპოზიცია მოიგებს, მერე ნახეთ, რუსთავის ციხესთან სანთლების დანთება და სიმღერები. ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ რუსთავში გამარჯვების შანსი რეალურად მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ეს გამარჯვება შესაძლოა ვადამდელი არჩევნების წინაპირობაც გახდეს. ამიტომ, ნაცმოს აუცილებლად დაუთმობენ და კონკურენტს არ დაუყენებენ, თუმცა, რომც დაუყენონ, ხმების 99% მაინც ორ პარტიას შორის განაწილდება.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved