• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიშ, გახსოვს, მაგარი რომ გამისწორე?“ – რას იხსენებს თარგამაძე სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
00:43 11-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილს მიმართავს:

„იმდენი სამედიცინო წარსული კი მაქვს, რომ უკვე ვშფოთავდე და მოსვენებას ვერ ვპოულობდე. ხოდა, მიშ ( მგონი, საჯაროდაც მოსულა ამ მომენტში, როგორც შინაურობაში: მიშ-გივ), გახსოვს, მაგარი რომ გამისწორე და ვილნიუსში ვიცეპრეზიდენტ ჩეინისთან 1+1 ფორმატში შეხვედრაზე მე შემიყვანე, ასე წარმადგინე – ჩემი მეგობარია, მაგარი გიჟია. სამივეს გაგვეცინა, შენი ჩათვლით, ნუ შენ რომ ვინმეზე იტყვი, მაგ ამბავში:)

მაგ მეგობრობის გამო რაღაცეებს ერთმანეთისას უფრო მტკივნეულად აღვიქვამდით. რაღაცაში მე შევიტანე ეჭვი, რაღაცაში – შენ. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იმდენად უმნიშვნელოა….

ის მეგობრობა არსად გამქრალა და ამიტომ არც როგორც ერთი პოლიტიკოსი, არც როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე – როგორც მეგობარი გელაპარაკები. შენს ადგილზე, ალბათ, მეც მასე მოვიქცეოდი. მაგრამ, მე არ ვარ შენს ადგილზე. შენს ადგილზე მარტო შენ ხარ და მანდ ყველაფერი კიდევ განსხვავებულია – საჭიროებებიც და პასუხისმგებლობაც. ჩემი მრავალი გადარჩენების რიგში რამდენიმე ისეთი გადარჩენის შემდეგ, ნუ აი ნაღდად რომ უნდა მოვმკვდარიყავი, გამიჩნდა შეგრძნება, რომ ტყუილად არ ხდება ასე და რაღაც მაქვს კიდევ გასაკეთებელი, რაღაც, მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის არა – ამ ქვეყნისთვის. აი შენ რამდენჯერ და რანაირად გადარჩი, დაწყებული იმ წალენჯიხის ავტობუსის მარშრუტზე ორი ჩასაფრებიდან, უამრავ დადებულ-გამართულ-გამოკრული ნაღმ-ყუმბარებით და კიდევ ათასი რამით დამთავრებული, ჩემზე კარგად, ალბათ, ბევრმა არ იცის. ჩემზე სუსტი მენტალობის ადამიანი ამ ყველაფერს ერთმნიშვნელოვნად უფლის ნებას დაუკავშირებდა. არ მგონია, ამდენი გადარჩენა საბოლოოდ, თუნდაც გმირულად, შიმშილობით დასასრულისთვის ყოფილიყო.

მოკლედ, უნდა დაგვეხმარო. შიმშილობით უკვე დაგვეხმარე. აწი უნდა დაგვეხმარო სიცოცხლით.

გახსოვს, რომ იძახდი, გივიმ იცისო? ხოდა ის ყველაფერი ისევ ვიცი. ამათაც კი იციან, რომ ვიცი, მაგრამ ისე ვიცი, რომ ამათ ეგ ცოდნა არ დაეხმარებათ.

მინდა მჯეროდეს, რომ რაც გითხარი, ისიც ვიცი და არ გეუბნები არასწორად.

გამძლეობა მიშ, ჯანი და გამარჯვება“

თეგები: გივი თარგამაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved