• რეკლამა
  • კონტაქტი
00:05, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მის ცოლს მთელი წელი წერდა” – ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ალია ავტორი - ალია
13:52 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა – შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე, 19 მაისს მოხდა.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია “ინფო იმერეთმა” გაავრცელა. 

“ინფო იმერეთის” ცნობითვე, მკვლელობის ღამეს  მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რასაც სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა.

მკვლელობაში ბრალდებულის  ადვოკატი გელა სიორდია “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა.

“თეიმურაზ ჩოგოვაძეს  ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან  აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ”, – განაცხადა“ინფო იმერეთთან” იურიდიული დახმარების სამსახურის, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანთან საქმეთა იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, ადვოკატმა გელა სიორდიამ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved