• რეკლამა
  • კონტაქტი
01:17, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიქაუტაძეს ბიზნესმენებისგან აღებული ქრთამი ლილუაშვილთან კაბინეტში ჩანთით მიჰქონდა – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
13:51 08-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
411

რომეო მიქაუტაძეს ბიზნესმენებისგან აღებული ქრთამი ჩანთებით სუს-ის შენობაში მიჰქონდა -ეს განცხადება გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა გააკეთა.

ირკვევა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლილუაშვილის კაბინეტში საშვის და ჩხრეკის გარეშე უპრობლემოდ შედიოდა და გამოდიოდა.

პროკურორის თქმით, თანხების გადაცემა შეფუთული იყო სახელმწიფო ინტერესით და  ეს ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა დაკითხვისას.

მოწმე, ვინც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას, დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე, ბუნებრივი, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები სახალხოდ, საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასწრებით ფორმატში, რა თქმა უნდა, არ ხდება. როგორც მომწე აცხადებს, ასე [ლილუაშვილთან მიჰქონდა თანხები სუს-ის შენობაში]. მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის, შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით, ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე, სხვათაშორის, ამ მიმართულებით დაკითხულები არიან სხვა პირებიც, რომლებიც ნამყოფი იყვნენ მანამდე, უშუალო, გრიგოლ ლილუაშვილთან, და მათ მიერ ასვლის პროცედურა, რაც არის, ასევე დაცვის წევრების მიერ, რაც არის, რაც ფიქსირდება, ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა, მასთან ვიზიტორს. 

რაც შეეხება ვიდეოკამერის ჩანაწერებს – ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ფაქტები არა დღეს, გუშინ და ერთიკვირის წინ, გარკვეული დროა თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით გასული, ზუსტ პერიოდს ვერ დაგისახელებთ. გასულია უკვე რამდენიმე წელი, ბუნებრივია, ამ მიმართულებით საქმეში არ არის მოცემულობა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დერეფანში გადაადგილება რომეო მიქაუტაძის, არ ასაცავს იმას, რომ ფიზიკურად თანხას გადასცემს ლილუაშვილს. თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში. შენობაში ყოფნას რაც შეეხება – დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ადასტურებს, რომ იმავე სართულზე ნანახი ჰყავს მაგალითად, რომეო მიქაუტაძე. ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსია ისეთი, რომელიც სრულად თანხვედრაშია, მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, თავად ეუბნებოდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა დაკითხვისას, შეფუთული იყო ეს მოცემულობა სახელმწიფო ინტერესით, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მომდინარეობს, მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე მიიყვანეს.(ტვპირველი)

თეგები: გრიგოლ ლილუაშვილირომეო მიქაუტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved