• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინიმუმ ორი–სამი შეფიცულ-გაფიცულთაგან მიერთებული სუსის ხაზზე” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:17 02-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“სიტყვებს არ ვანიავებ მე!
ეს, იმედია, ბევრმა იცის და, შესაძლოა, ცოტამ არც იცის! მოკლედ, მე სიტყვებს არ ვანიავებ! 50 წლისა შევიქნები ერთ თვეში და, ჩემგან წაცდენილი სიტყვა განა არ ყოფილა, მაგრამ, ძალზედ იშვიათად და, მერე ძალიან მალე გამომისწორებია!
მოკლედ, ჯერ ასე დავწერ და შემდეგ, თუ საჭირო გახდა, ვრცლად!
ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და კონტექსტი! ვიმეორებ –
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს
აქვს თავისი ფორმა
და
კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი!
ის, რაც “ფორმულას” თავს ხდება, კი არ ჰგავს, არამედ, არის… დიახ, გადაწყვეტილად და მკვეთრად ვამბობ – არის! ორკესტრირებულს რომ ვუწოდებთ, ისეთი შეტევა კონკრეტულად “ფორმულაზე” და ზოგადად მედიაზე!
არა იმიტომ, რომ ვინმეს არ აქვს ხელფასის მატების მოთხოვნის უფლება! აქვს! ჰქონდა და ექნება!..
არც იმიტომ, რომ ყველაფერი იდეალურადაა “ფორმულაში” – არაა და არც შეიძლება იყოს – ზოგადად მედია და კონკრეტულად “ფორმულა” ღია ომშია რუსეთის ინტერესების გამტარ ხელისუფლებასთან… მარცხდება და იმარჯვებს! უტევს და უტევენ! პროცესია!!!
არც იმიტომ, რომ ამ გარჩევა-გარჩევებში ვინმემ აუცილებლად სწორად ჩაისუნთქა და ვინმემ სწორად ამოისუნთქა! ემოციების გაცვლისას ყველაფერი ხდება! თუმცა, რაც მოვისმინე, არაფერი განსაკუთრებული.
ამიტომ, დაივიწყეთ ეს არგუმენტებიც! არარელევანტურია!
რეალურად, “ფორმულას” აქვს უწყვეტი!!! ვიმეორებ – უწყვეტი მაუწყებლობის ვალდებულება!.. ამ საბოტაჟისა და ამგვარი პროცესების გამო არის მცირე ალბათობა, რომ ვეღარ შევძლოთ! თუ ვერ შევძელით – მიგვხურავენ! ხელი არ აუკანკალდებათ!
რეალურად “ფორმულას” აქვს სასამართლო პროცესი! უფრო ზუსტად, მის დამფუძნებელს! გაფიცვადწოდებული საბოტაჟი ამ დროს, ცხადია, აწყობს მეორე მხარეს!.. ოპერატორებს სამი თვის წინ კი არ დაუწყიათ პროტესტი, არამედ ახლა – ამ დროს და ამ კონტექსტში.
არადა! გარდა ყველაფრისა! თქვენ რეალურად! სწორედ “ფორმულადან” ისმენთ განსხვავებულ აზრს! მსჯელობას! კამათს! ანალიზს!.. თქვენ იცით ჩვენი შეურიგებლობის და პრინციპების თაობაზედ! თუ გნებავთ, ჩამოვასახელებ ყველა გადაცემას, რომლებიც თემებს აშუქებენ!
რეალურად, ეს, გაფიცვადწოდებული საბოტაჟი აწყობს ხელისუფლებას! თუ გაფიცულები სხვა სამსახურებსაც აიყოლიებდნენ, ტელევიზია ჯერ უფრო დასუსტდებოდა, მერე გაჩერდებოდა! და ოპა!..
ჰოდა, მე ვინმეს ხელს კი არ ვადებ და იმას კი არ ვამბობ, რომ შეფიცულ-გაფიცულთაგან უკლებლივ ყველაა მიერთებული სუსთან! როგორ გეკადრებათ! თავისი “სიმართლე” ყველას აქვს (გაგიკვირდებათ და, მაგალითად, გიორხელიძე რომაა “ექსპერტი”, იმასაც (რას მივადექი ახლა მას)! მაგრამ, მე ვახდენ Zoom Out – ს და ვამბობ – პირი უჩანს ამას არაკეთილსინდისიერების და სუსთან კოლაბორაციის! მინიმუმ ორი… სამი პირი იქნება მიერთებული ამ ხაზზე და… დანარჩენი პირობითად ოცეული იქნება აყოლილი!
ჰოდა, ვინც მიცნობს, იცის!
სიტყვებს არ ვანიავებ მე! უდიდესი გამოცდილებაც მიმაგრებს ზურგს! დღევანდელ ღლაპთა (ხელისუფლებას ვგულისხმობ) გაფართხალების ნიუანსების მიზეზებსაც ვხედავ ვჭვრეტ!
ხოლო ჩემს ფრენდებს, რომლებიც გულდათუთქულნი აზიარებენ ნიუსს “ფორმულას” “უსამართლობის” თაობაზე, ვურჩევ… ფართო სურათში ამ ამბის ჩასმას და ისე რეაქციას!..
თქვენი ტაბლო”
თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

18:27 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved