14 მაისს თბილისის მეტროში ტრაგედია დატრიალდა. 21 წლის მარიამ ტყემალაძე იმ საბედისწერო დღეს მეტროსადგურ “სამგორში” მოულოდნელად ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. გოგონას გული გაუჩერდა. როგორც
ცნობილი ხდება, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო იმ დღეს მეტროში და მეგობრები შეესწრნენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. მათ თვალწინ მარიამს ხელიდან ტელეფონი გაუვარდა, მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა თურმე საათზე მეტხანს ცდილობდა მისთვის გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ…
21 წლის მარიამ ტყემალაძე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო.
ექიმი რომა ბაბაევი, ბარიატრიული ქირურგის ჯაბა ბაბაევის ვაჟი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ბარიატრიულ ოპერაციაზე ატეხილ აჟიოტაჟს.
“გამარჯობა, მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ტიპის ოპერაცია. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად. მარიამი ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი, გვქონდა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი, ოპერაციისთვის 3 თვე ვამზადებდით, იყო შეგნებული და თვითონ არ უნდოდა ოპერაცია სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა. ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწერდა და ჩვენს გარეშე არაფერს აკეთებდა.
ასრულებდა ყველა რეკომენდაციას იდეალურად. იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, 3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა. მაგრამ 3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავისი before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდ შოკი.
გთხოვთ მოეშვათ ამ ამბის ბარიატრიასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ექიმს! ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, რაიმე კითხვები თუ გექნებათ შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები დაგეხმაროთ, აქ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახის წევრებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ბაბაევი.














კომენტარები