• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე, მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:04 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მინდა, მათ შევახსენო, რომ მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, არსებობს რეალური, ხელშესახები პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, რეალური წარმოების განვითარების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა მიმართულებებით.

„მოსახლეობას ამის განცდა აქვს, ვინც ადგილზე უყურებს ამ ყველაფერს, თუმცა ცილისწამების და აგრესიული კამპანიის ის დამაბნეველი ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ძალიან დიდი შემაფერხებელია. ყოველდღიურად სტრესს და ძალადობას ისმენს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი შვილები. პირდაპირ ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდა მომდინარეობს მათი ტელევიზიებიდან. ამ დროს უსმინეთ მათ რიტორიკას – გაჯერებულია მხოლოდ სიცრუით და ძალადობით. მხოლოდ და მხოლოდ რევანშის მოტივით და მიზნით. მათი მთავარი ამოცანაა სწორედ ამ რევანშისტული, რადიკალური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ, ჩვენი გუნდი გთავაზობთ განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, რეალურ საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. ამ დროს ჩვენი ოპონენტებისგან ისმის მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება, შეურაცხყოფა და ძალადობრივი, რევანშისტული განცხადებები. ჩვენს ბრძენ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება ახლაც ბრძნული და ღირსეული არჩევანის გაკეთება. ამის მჯერა მე და ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ვართ. მაგრამ, მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას და პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მინდა, მათ შევახსენო, რომ მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილის და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved