• რეკლამა
  • კონტაქტი
08:17, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა ეს იმ ადამიანებმა ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:59 11-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257
პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს, თითქოს „აშეიმინგებს“ რომ ხმა ამოიღონ, სისტემას დაუპირისპირდნენ, ამხილონ დ ა.შ. ვინც მოხელეებისგან მუდმივად ითხოვს „გმირობას“ და როცა ნამდვილი გმირი გამოჩნდება – არა ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენიათ – მოხელის ეთიკის დამრღვევი და საჯარო სამსახურში პოლიტიკით დაკავებული, არამედ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, აპოლიტიკური – ამ მორალის მკითხველებიდან ერთი ადამიანი არ ჩანს, ვინც ასეთ მოხელეს გვერდით დაუდგება. რატომ ვამბობ ამას?
გოგა რაზმაძე (ადამიანი, რომელმაც პოლიციის სისტემაში წლები გაატარა, რომელიც ადამიანის უფლებების დეპარტამენტში კონკურსით მოხვდა, ნეპოტიზმის, ბიძაშვილ-მამიდაშვილობის და სხვა გავლენების გარეშე), რომელმაც გაბედა და უსამართლობა გააპროტესტა, თან ზუსტად ისე, როგორც ღირსეულ, კეთილსინდისიერ მოხელეს შეშვენის, ჯერ სრულიად სისტემამ დატოვა მარტო (აი იმ სისტემამ, რომელსაც ზოგიერთები პირადი ურთიერთობების გაფუჭების თუ ფინანსური ინტერესების გამო ეკეკლუცებიან, რომელთა სამართლიან კრიტიკასაც ერიდებიან) და შემდეგ ეს მორალის წამკითხავი ხალხი დაიმალა.
დიახ, რომ ეკეკლუცებით, აი იმ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულზე გამოძიება არ დაიწყო და იმ სახალხო (რეალურად არასახალხო) დამცველმა დარღვევა არ დაადგინა. ერთმა საჩივარი იმ უწყებას გადაუგზავნა, ვისაც რაზმაძე უჩიოდა და მეორესთვის იმავე უწყების არგუმენტები აღმოჩნდა თურმე გადამწყვეტი.
ხოდა ახლა მაინტერესებს, პირველ რიგში, სად ხართ პოლიტიკოსები? რითი ხართ ოცნებაზე და ნაცმოძრაობაზე უკეთესები, რომლებიც საჯარო მოხელეებს მუდმივად ამ ნიშნით ყოფენ? მათსავით გგონიათ, რომ რადგან ეს უფლებადარღვეული ადამიანი კონკრეტული მინისტრის (თუ მინისტრების) დროს მუშაობდა, პარტიულია? თქვენთვისაც არ არსებობს საჯარო მოხელის ცნება? რატომ არ იღებთ ხმას? დ რატომ არ ამოიღეთ, როცა ეს ამბავი დაიწყო (ბოდიში, თუ ვინმემ ამოიღო და გამომრჩა).
სად ხართ უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები (ბევრი გამოეხმაურა, ვგულისხმობ, ვინც არ გამოეხმაურა)? თუ ზოგიერთებისთვის არაა ეს „პოლიტიკურად“ საინტერესო საქმე?
ესაა ყოვლად ამორალური ორმაგი სტანდარტები. გოგა ჩემი არავინაა, უბრალოდ წესიერი მოხელეა, რომელიც სხვა წესიერ მოხელეებთან ერთად გავიცანი. ამისთანა წესიერი სისტემაში ბევრია, გაბედული ცოტა. მისნაირები აუცილებლად შორს წავლენ. მორალისტებს და კეკლუცებს კი არაფერი ეშველებათ.
და ბოლოს, სად არიან საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ უმოქმედო უწყებების განვითარებაში ფულს დებენ და პასუხს არ სთხოვენ რას ხმარდება მათი ფული?
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved