• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიმიფურთხებია… ჯერ ავკაცობენ, შემდეგ გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:33 04-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა:

„პრეტენზია უფრო „ქართულ ოცნებასთან“ მაქვს, რატომ არ ითხოვდა უფრო ენერგიულად, რომ ეს კაცი ჩამოეყვანათ და ჩაესვათ იმ ჩადენილი ბოროტებებისთვის, რასაც ჩადიოდა. მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე ამბობს უარს.

ჩემთვის არის გამაოგნებელი, როგორ შეიძლება იყო ქართველი და საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. ერთი კაცი იყო, ყოფილი იუნკერი, გვარად ვაჩნაძე, რომელიც 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და მთელი ცხოვრება საკავალერო სკოლაში ასწავლიდა. როცა მოხუცდა, საფრანგეთი მას ეუბნებოდა, მიეღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რომ მისთვის პენსია მიეცათ, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი კავალერისტი, პედაგოგი და საფრანგეთისთვის თავგანწირული მებრძოლი იყო. ფარატინა ქაღალდი ეჭირა ხელში, სადაც ეწერა, რომ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი და ის იყო მოქალაქე.

კატეგორიულ უარს ამბობდა ფრანგულ პენსიაზე, ძალიან დამსახურებულ  პენსიაზე. იმის გამო, რომ გულით დაატარებდა გადაკეცილ ფურცელს, საქართველოს პასპორტი რომ ერქვა. მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“

დღეს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.

თეგები: ალეკო ელისაშვილიზურაბ ადეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved