ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – ამის შესახებ ადგილზე მისულმა შსს-ს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა.
თამაზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან 4 პირია ამოყვანილი და შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, თამაზაშვილის თქმით, 4-დან ერთი მდგომარეობა მძიმეა
ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ყველა დანაყოფი. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს 7 პირის ძებნა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მოსახლეობა კორპუსიიდან ევაკუირებულია”, – განაცხადა თამაზაშვილმა.











კომენტარები