• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

ალია ავტორი - ალია
20:05 03-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

„მილანა“ ბიზნესებს მასშტაბურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს: უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო და სასტუმრო ტექსტილის ქიმწმენდა საქართველოში ყველაზე დიდ ავტომატიზებულ ქარხანაში სრულდება. ეს კი კომპანიებისთვის ქიმწმენდის პროცესს ოპერატიულს, ხარისხიანს და ეკონომიურს ხდის.

თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც დრო და იმიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია, კორპორატიული ინვენტარის მოვლა მხოლოდ ტექნიკური საჭიროება აღარ არის. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციისა და მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად. „მილანა“ ამ პროცესში  წამყვან როლს ასრულებს. ის ბიზნეს სექტორს უწყვეტი და საიმედო მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

ქიმწმენდა კომპანიებისთვის: სრული ლოჯისტიკური ციკლი და 30-წლიანი გამოცდილება

ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში, პარტნიორის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ რესურსს ენიჭება. „მილანას“ ქიმწმენდის ტექნოლოგებს 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ბრენდი კი ქართულ ბაზარზე სანდოობასა და ლიდერობას უკვე ბევრი წელია ინარჩუნებს. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ტრადიციით, არამედ მუდმივი ინოვაციებით.

საქართველოში ყველაზე დიდი ავტომატიზებული ქარხნის ფლობა საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა უმოკლეს ვადებში, ხარისხიანად, დამუშავდეს.

ქიმწმენდა კომპანიებისთვის ამ მასშტაბის საწარმოში ნიშნავს, რომ ყოველი ერთეული მკაცრ ტექნოლოგიურ კონტროლს გადის. ავტომატიზებული სისტემები ადამიანურ შეცდომას გამორიცხავს, სარეცხი საშუალებების ზუსტ დოზირებასა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სერვისისთვის, როგორიცაა უნიფორმის ქიმწმენდა. როდესაც საუბარია ათასობით ერთეულზე, სტაბილურობის გარანტიას  მხოლოდ ინდუსტრიული სიმძლავრეები იძლევა.

უნიფორმის ქიმწმენდა და სპეცტანსაცმელი: იმიჯი და ჰიგიენა

კომპანიის თანამშრომლის ვიზუალი კლიენტთან ბრენდის პირველი კომუნიკაციაა. იქნება ეს დაცვის სამსახური, სამედიცინო პერსონალი თუ კორპორატიული ოფისის წარმომადგენელი, ფორმის სისუფთავე და მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია.

დაცვის კომპანიები

დაცვის სამსახურების თანამშრომლების ფორმები ხშირად რთულ კლიმატურ პირობებში ხვდება და მექანიკურად ბინძურდება. ჩვეულებრივი რეცხვა ღრმა ლაქებს ხშირად ვერ უმკლავდება და ქსოვილის სტრუქტურას აზიანებს. პროფესიონალური უნიფორმის ქიმწმენდა ფორმების პირვანდელი იერის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქიმწმენდა მხოლოდ ვიზუალურ სისუფთავეს კი არ ნიშნავს, არამედ ფორმების ხშირად შეცვლის ხარჯსაც დაგიზოგავთ.

სამედიცინო სექტორი და ჰიგიენა

კლინიკებისა და სამედიცინო ცენტრებისთვის სამედიცინო ხალათებისა და სპეცტანსაცმლის დამუშავება უსაფრთხოების ნორმების ნაწილია. ამ შემთხვევაში, უნიფორმის ქიმწმენდა მოიცავს არა მხოლოდ ვიზუალურ სისუფთავეს, არამედ ღრმა დეზინფექციას. სპეციალიზებული ეკო-მეგობრული საშუალებები ბაქტერიებსა და მიკრობებს ანადგურებს. ეს კი ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ობიექტებისთვის სავალდებულოა.

კორპორატიული სამუშაო ფორმები

ფიტნეს კლუბებში, სილამაზის სალონებში, SPA ცენტრებსა თუ მსხვილ სავაჭრო ქსელებში მომუშავე პერსონალის უნიფორმის ქიმწმენდა ისე ხდება, რომ ქსოვილმა ელასტიურობა და ფერი არ დაკარგოს. „მილანას“ ტექნოლოგიური ხაზი საშუალებას იძლევა, თითოეული ტიპის მასალას ინდივიდუალური პროგრამით მიუდგეს.

სასტუმროსა და რესტორნის ტექსტილის ქიმწმენდა

Horeca სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნია ტექსტილის მოვლის თვალსაზრისით. სასტუმროს ნომრის თეთრეული, პირსახოცები თუ რესტორნის სუფრები მუდმივ და ინტენსიურ დამუშავებას საჭიროებს.

პროფესიონალური ტექსტილის ქიმწმენდა დიდი სიფრთხილითა და წესების დაცვით სრულდება. სასტუმროებისთვის, რომლებსაც მაღალი დატვირთვა აქვთ, უწყვეტი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „მილანას“ სერვისი – ქიმწმენდა კომპანიებისთვის, ბიზნესს საშუალებას აძლევს, ტექსტილის მოვლის საკითხი დღის წესრიგიდან სრულიად მოხსნას.

სილამაზის სალონების, ასევე, SPA და ფიტნეს კლუბებისთვის კი პრიორიტეტულია პირსახოცების ჰიგიენა და ხალათების დამუშავება. ავტომატიზებული შრობისა და დაუთოების სისტემები უზრუნველყოფს, რომ ნივთები იდეალურ მდგომარეობაში დაბრუნდეს. ქიმწმენდის შემდეგ, ისინი დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის მზად არის.

ლოჯისტიკური უპირატესობა: გამოძახების სერვისი და ეფექტურობა

ბიზნესისთვის დროის მენეჯმენტი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, „მილანას“ მოდელი დაფუძნებულია სრულ ლოჯისტიკურ ციკლზე. სერვისი „ქიმწმენდა გამოძახებით“ გულისხმობს, რომ კომპანიას არ უწევს საკუთარი ტრანსპორტისა და ადამიანური რესურსის ხარჯვა ნივთების გადასაზიდად. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი.

პროცესი მარტივი და სტრუქტურირებულია. ის შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • შეკვეთა და გატანა: კურიერი ობიექტს დათქმულ დროს აკითხავს და ნივთები მიაქვს;
  • დამუშავება ქარხანაში: ნივთები ხარისხდება, შემდეგ იარლიყების მიხედვით, იწმინდება, უთოვდება და ბოლოს, იფუთება;
  • მიწოდება: დასუფთავებული და მოწესრიგებული ინვენტარი ობიექტზე ბრუნდება.

ეს ციკლი განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთი სერვისებისთვის, სადაც უნიფორმის ქიმწმენდა რეგულარულ ხასიათს ატარებს. ბიზნესს საშუალება ეძლევა, გრაფიკი წინასწარ დაგეგმოს და მუდმივად სუფთა მარაგები ჰქონდეს. ქიმწმენდა კომპანიებისთვის ასეთი ლოჯისტიკური მხარდაჭერით საოპერაციო პროცესების გამარტივებას ნიშნავს.

ინდივიდუალური პირობები და საფასო პოლიტიკა

კომპანიაში დიდი მოცულობის შეკვეთებისას სპეციალური საფასო პოლიტიკა მოქმედებს. „მილანა“ თითოეული პარტნიორის სპეციფიკას ითვალისწინებს – იქნება ეს პერიოდული დიდი შეკვეთები თუ ყოველდღიური მცირე მოცულობები. უნიფორმის ქიმწმენდა კორპორატიული ტარიფით ბიზნესს საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვრონ და მოულოდნელი ხარჯები თავიდან აიცილონ.

გაქირავების სერვისებისთვის, რომლებისთვისაც საქორწილო და საღამოს კაბების, კოსტიუმების ფაქიზი წმენდა და პირვანდელი იერის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „მილანა“ ნომერ პირველი არჩევანია. ქიმწმენდა კომპანიებისთვის ამ შემთხვევაში არ არის ხარჯი, ეს არის ინვესტიცია ნივთების ექსპლუატაციის ვადის გასაზრდელად.

ენდეთ პროფესიონალიზმს

პროფესიონალიზმი, სიმძლავრე და გამართული ლოჯისტიკა არის ის სამი საყრდენი, რაზეც „მილანას“ კორპორატიული მომსახურება დგას. უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო სფეროს მომსახურება თუ სასტუმროს ტექსტილის მოვლა – ყველა მიმართულებით გარანტირებულია უმაღლესი სტანდარტი. 30-წლიანი გამოცდილება და საქართველოში ყველაზე მძლავრი ავტომატიზებული საწარმოო ბაზა არის იმის პირობა, რომ ნებისმიერი ბიზნესი ხარისხიან და საიმედო პარტნიორობას მიიღებს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბიზნესის ეფექტურობის გაზრდა და ტექსტილის მოვლის საკითხის საბოლოოდ მოგვარება „მილანასთან“ პარტნიორობით არის შესაძლებელი. ამიტომაც, მოქმედებას ნუ გადადებთ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved