• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისი მხარდამჭერები იკრიბებიან

ალია ავტორი - ალია
15:18 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი მოთხოვნა 2 საქმეზე მსჯავრდებული და 4 საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა. 

ადგილზე დამონტაჟდება სცენა და ოპოზიციის წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირკიტაძე, რომელიც ამბობს, რომ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

“ეს არის დაწყება საპროტესტო აქციებისა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს აქციები ჩატარდება არა მხოლოდ აქ, რუსთავში, იქნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, ქვეყნის გარეთაც. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ასეთი შეფასება აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. საქართველოს მოქალაქეები ამაში ღრმად არიან დარწმუნებული.

ასევე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებაზე და მას ექნება საშუალება, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში,“ – აცხადებს დავით კირკიტაძე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდა პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი.

“რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არის ციხეში. ეს ჩვენი სირცხვილია, მართლა მსოფლიო ხომ არ უნდა გავაცინოთ. ილია გვყავდა, მოღვაწეები გვყავდნენ და ვიცით ციხეში მჯდარი კაცის ფასი, მით უმეტეს, იმ ადამიანის, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუციები აქვს საქართველოში შექმნილი. ახლა მაინც ხომ გვაქვს შედარების საშუალების უნარი,“ – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved