„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის გასამართლება ისტორიული აბსურდია.
„ისტორიული უსამართლობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ, უნდა დასრულდეს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვდგავართ აქ და ამ შენობის შიგნით ასამართლებენ სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია. სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი გახლავთ რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებასა და დამარცხებაში.
ნებისმიერი სახის საპროტესტო აქტივობაც კი არის კონტროლირებული ათასობით პოლიციელის მიერ, რაც არის დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას, დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული მობილიზაციაა, „ბეტეერები“ და ტანკები არ გამოუყვანიათ, თორემ ყველა სახის ტექნიკაა მობილიზებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები