• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეზობელთანაც ვერ გადახვალ, რამე რომ გაგიჭირდეს. ყველაზე ცუდ დღეში მოხუცები, ბავშვიანები, ავადმყოფები, უძლურები და ის ხალხია, ვისაც დღიურად გაჰქონდა თავი” – რა ხდება გურიაში

ალია ავტორი - ალია
02:05 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ფოტოზე – ოზურგეთი

ნინა სურამელაშვილი ჩოხატაურიდან:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

გზები ჩაკეტილია, ხალხი გამოკეტილია სოფლებშიც და დაბაშიც. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე გაგვიჭირდეს, დაღუპულები ვართ.

რას აკეთებთ თქვენ? სადაა გზის გამწმენდი? ტრაქტორი? რამე საერთოდ? რატომ არ აკეთებთ ტექნიკის მობილიზაციას და არ წმენდთ გზებს? არ ყრით მარილს? მარტო გზას რომ გაწმენდ, არ შველის, იყინება.

ხომ იცით, რომ არსებობს ხალხი, ვისაც მარაგები არა აქვს? ხომ იცით, რომ არიან ბავშვიანები, მოხუცები, ავადმყოფები?

რას აკეთებთ?

მეგობრებო, ბევრნი მწერთ, რა გიჭირს და როგორ დაგეხმაროო. მე პირადად არამიშავს – რაღაც მარაგებიც მქონდა და თავი გამაქვს. შუქი მიდი-მოდის, ხან არის, ხან არა. ძალიან სარისკო სიტუაციაში ვართ ყველანი იმ მხრივ, რომ თოვლის სიმძიმემ შეიძლება სახურავები და სახლებიც დააზიანოს.

ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობა და წესიერი ტექნიკის უქონლობაა. დაბაში, სადაც მე ვცხოვრობ, მთავარ გზაზე მაინც გაივლი, ოღონდ თუ გადაუხვევ, ერთი არასწორი ნაბიჯი და ან თოვლში ხარ ჩამხრჩვალი, ან ფეხი გაქვს მოტეხილი მოყინულია ყველგან! მთავარ გზებზე კანტი-კუნტად დადის ტრაქტორი და რაც მთავარია, მარილი არ იყრება – შესაბამისად, გზა იყინება და უარესია.

სოფლებია დამარხული. სოფლებში ხალხი ბევრად შორს ცხოვრობს ერთმანეთისგან. მეზობელთანაც ვერ გადახვალ, რამე რომ გაგიჭირდეს. ყველაზე ცუდ დღეში მოხუცები, ბავშვიანები, ავადმყოფები, უძლურები და ის ხალხია, ვისაც დღიურად გაჰქონდა თავი.

ვიმეორებ, ის ტრაქტორები, რაც არის, მთავარ გზებს ვერ უმკლავდება. აღარ არის ლაპარაკი სხვა ქუჩებზე, ჩიხებზე და სოფლის გზებზე.

რაც მთავარია, თოვა არ წყდება და უახლოესი საათები და დღეები ძალიან რთული იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved