• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მევახშე და კორუფციაში ბრალდებული დეპუტატი ოდიშარია შესაძლოა კულტურის მინისტრად დაინიშნოს?

ალია ავტორი - ალია
14:53 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

მამუკა ბახტაძის მიერ შემცირებულ სამინისტროებს გახარია კვლავ ზრდის.

მაგალითად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს კვლავ გამოეყოფა კულტურის სამინისტრო, რომელიც ქართულმა ოცნებამ მცირე მთავრობის კონცეფციის ეგიდით გააერთიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, განცალკევების შემდეგ, კულტურის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ინიშნება. 

ვინ არის ოდიშარია?

მილიონერი დეპუტატი, ბექა ოდიშარია აქტიური მევახშეა. ის ფულს აპროცენტებს…

მაგალითად: ფაქტები: მის მიერვე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის თებერვალში, ოდიშარიამ სესხის სახით გასცა 170, 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22,724 აშშ დოლარი მიიღო.

უფრო მეტიც: ასევე დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ 2017 წლის 1 იანვარს, ოდიშარიამ ორი წლის ვადით გაასესხა 270,000 აშშ დოლარი…

ოდიშარიას ქონების მცირე ჩამონათვალი

ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია 5 საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისში და დაბა ბაკურიანში), 3 კომერციული ფართი (ქ. თბილისში, ი. აბაშიძის № 34-ში), 6 მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისში, დაბა ბაკურიანში, საგურამოში, წიწამურში და ლილოში).

ოდიშარია თბილისში, ბერძნის ქუჩაზე მდებარე 3,284 მ2 მიწის ნაკვეთსაც ფლობს (თაბორის მთა), რაშიც 3, 284, 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ზუსტად აქ აპირებს ის 21 სართულიანი კორპუსებისა და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას.

ამავე დროს, ოდიშარიას საკუთრებაშია 51 ერთეული ფერწერული ტილო, რომელთაგან 2 მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო დანარჩენი 49 თავად შეიძინა.

სავარაუდო კორუფცია

ოდიშარიას, ცოტა ხნის წინ, კალაძისგან 79 მილიონიანი ტენდერის წამოღება უნდოდა “ჩერეზ” ქვისლი (კომპანია ჯითი გრუპის საშუალებით), მაგრამ ამტყდარი ამბავის გამო ბოლოს თავი შეიკავა.

თუმცა, თავის ქვისლს, ლევან გოგსაძეს დღემდე ამუშავებს მერიის ტენდერებზე (კერძოდ: ამ კომპანიას მერიის დაკვეთით 31 ათასიანი ურნები ჩამოაქვს).

წყარო – პრესა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved