დავითაგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირიონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მამა კირიონმა კურიერთან სატელეფონო საუბრისას თავადვე დაადასტურა.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ის ეკლესიაში არ ყოფილა და მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.
“სიცხე არ მაქვს, არაფერი არ მაქვს, მარტო მეუბნებიან კოვიდი გაქვსო და რა ვიცი აბა, მჯერა… იზოლაციაში ვარ სახლში”. – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.
კომენტარები