სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი:
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ოჯახის მწუხარება დედის გარდაცვალების გამო. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მხევალს ღვთისას ნინელის. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეს განსაცდელი გაგვაძლიერებს.
მადლობა უფალს, რომ ასუფთავებს ჩემი ნათესავებისა და მეგობრების წრეს, მედროვეების, ფარისევლებისა და მლიქვნელებისგან. ჩემთან რჩებიან ღირსეულები.
თანავუგრძნობ მათ, ვინც შიშის გამო ვერ მიდის ჩემს ოჯახთან. მეცოდებიან ისინი, ვინც ჩემი წყალობით არიან თანამდებობებზე და არ მიდიან ჩემს ოჯახთან. უფალმა შეუნდოს ყველას.
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.”
კომენტარები