დეპუტატი, რომან გოცირიძე:
2024 წლის ბიუჯეტის განხილვისას დავაყენეთ საკითხი მეცნიერებათა აკადემიის ამ ფორმით საქმიანობის გაუქმების შესახებ. თავისი არსებობის მანძილზე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მას რაიმე პროდუქტი არ შეუქმნია, ბიუჯეტიდან კი მილიონებს იღებს.
გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, მეცნიერებათა აკადემიას უზუფრუქტით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელსაც აქირავებს და არ იყენებს დანიშნულების შესაბამისად. ისტორიული შენობა, რომელიც უნიკალურ ადგილზეა განთავსებული, გაცილებით სარგებლიანად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.მეცნიერებათა აკადემიამ უნდა დატოვოს აღნიშნული შენობა და მოხდეს მისი პრივატიზება. უნდა გაუქმდეს მეცნიერებათა აკადემიის ამ ფორმით არსებობა და შეწყდეს მისი საბიუჯეტო დაფინანსება. აკადემია უნდა გადავიდეს თვითდაფინანსებაზე. ანაზღაურება უნდა შეუნარჩუნდეთ აკადემიის მხოლოდ არსებულ წევრებს, ხოლო ახალ წევრებს აღარ დაენიშნოთ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს აკადემიის იმ წევრებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე (26/12/2007) ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი.
კომენტარები