• რეკლამა
  • კონტაქტი
19:27, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეც შევუერთდი სამსახურიდან დათხოვნილ მოხელეთა რიგებს” – არგენტინაში საელჩოს მრჩეველი ნინო ფიფია

ალია ავტორი - ალია
13:12 07-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

მთარგმნელი და დიპლომატი ნინო ფიფია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს და 1-ელი აგვისტოდან ის არგენტინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი აღარ იქნება, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის წერს, ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს იმაზე, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია.

“მეც შევუერთდი სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეთა რიგებს. 1 აგვისტოდან, აღარ ვარ არგენტინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 14 წელზე მეტი, ჩემი ცხოვრება საგარეო საქმეთა სამინისტროს უკავშირდებოდა. ცენტრალურ აპარატში, სამხრეთ ამერიკასა თუ ევროპაში მუშაობისას, ვცდილობდი პატიოსნად, გულით მეკეთებინა საქმე, იქნებოდა ეს მოქალაქეთა მომსახურება თუ სხვა რამ. თუმცა, ეს უკვე წარსულია. მოულოდნელი არაფერი ყოფილა. წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი ე.წ. „რეორგანიზაციის“ გამო, „როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვადაზე ადრე გამოწვევის“ შესახებ.

რაც გამოირკვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზიდან უხვევდა, მას შემდეგ, ბევრჯერ გავაპროტესტე როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ასევე ადამიანთა შევიწროება, დევნა, უსამართლო პატიმრობა თუ საზოგადოდ, ადამიანის უფლებების შელახვა. ბევრჯერ მიფიქრია სამსახურიდან წასვლაზეც, იცით ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ ერთი მიზეზი მაჩერებდა: მინდოდა მიმდინარე მოვლენების გამპროტესტებელ მრავალათასიან ხმებს შორის, ერთი ჩემიც ყოფილიყო, როგორც მოქმედი დიპლომატის, რადგან ჩემთვის, საჯარო მოხელე ემსახურება ქვეყნის, და არა პარტიულ ინტერესებს. ცხადია, ფორმალურად შემეძლო „კონკურსში“ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს ლოგიკასაც იყო მოკლებული და არც ჩემს პრინციპებს შეესაბამებოდა. არაფერს ვნანობ. როგორ ვინანო რომ არ გავჩუმდი და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭე, არ წავუყრუე.

ქვეყანა ხელიდან გვეცლება, გოგო-ბიჭები ციხეში სხედან, რა დროს დუმილია. დასანანია კოლეგები, რომლებიც საგარეო უწყებას ჩემთან ერთად ტოვებენ (ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, რამდენიმე ათეული ნამდვილად უნდა იყოს). ჩემი მხარდაჭერა მათ! დასანანია ვითომ გარდაქმნილი, რეალურად კი ატროფირებული სამინისტრო, სადაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სამუშაოდ, სივრცე აღარ დარჩა.მეგობრებსა და თანამოაზრეებს მალე შეგხვდებით. და ბოლოს, #თავისუფლებასინდისისპატიმრებს!”, – წერს მთარგმნელი და დიპლომატი ნინო ფიფია.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე საჯარო სამსახურებიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეების ნაწილი ამბობს, რომ რეორგანიზაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, რადგან მათ საკუთარი შეხედულება გამოხატეს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა გააპროტესტეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved