თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ მოემსახურება ამომსვლელ მგზავრებს.
„მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მცირე ხნით დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. საჭირო გახდა ჩამსვლელ ესკალატოტზე ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რაც დაახლოებით 30 წუთს გასტანს.
ამომსვლელი მგზავრები ჩვეულ რეჟიმში ისარგებლებენ მეტროსადგურის მომსახურებით. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური გააგრძელებს ჩვეულ რეჟმში მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“











კომენტარები