• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ალია ავტორი - ალია
12:25 01-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება.

დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით;

მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება;

გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება;

ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან.

ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა.

„ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139  დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან.

N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved