• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტი გაჭრილად როგორ თქვას მელიამ, რომ მიშა იქნება ლიდერი და არა თავად? თემური ბიძიამ, გადაწყვიტა ემიგრანტები გადაებარებინა თაკოსთვის, მაგრამ…” – ინტერვიუ უშიშროების ყოფილ თანამშრომელთან

ალია ავტორი - ალია
22:52 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან, ამ ეტაპზე თავი შეიკავა:

-ჩავიდა ნიკა მელია ზუგდიდში 9 ოქტომბერს, გამართა საღამოს 8 საათზე აქცია და ან არ იყო ფხიზლად, ან სხვა რაღაცაშია, ხომ საქმე? 14 ოქტომბერს შევხვდებით თბილისშიო, 14 ოქტომბერს მათ თბილისში „დაპატიჟებას“ ჩასვლა და აქციის მოწყობა რაში სჭირდებოდა? ფიქრობენ, ასე ეყოლებათ ტონუსში ხალხი მეორე ტურამდე? თონე სანამ ცხელია, მანამდე უნდა ჩააკრა პური, მერე, როცა გაგრილდება, აზრი ეკარგება. სანამ მზადაა ხალხი გარეთ გამოსასვლელად, მანამ უნდა გამოიყვანო, ახლა გაზაფხული არ არის, რომ ზაფხულს დაელოდო, ოქტომბერია და ზამთარი და პანდემია ერთად მოგვადგება. რაშია საქმე? რატომ არ ჩავიდნენ ზუგდიდში დღის საათებში, რატომ არ მოითხოვეს ბიულეტენის გადათვლაზე დასწრება? ან მეორე ტურს რომ ელოდებიან, ანუ, ზუგდიდი მოინელეს? თუ 30 ოქტომბერს ვინმე მიბრუნდება და ზუგდიდში გადაწერს ოქმებს? ზუგდიდის შემთხვევაში უკვე დალაგდნენ, როგორც ჩანს და მომავალი კოალიციის მეორე წევრს, ანუ „ოცნებას“ დაუთმეს ეს ქალაქი. იგივეს ვფიქრობ, ირაკლი ღლონტის შემთხვევაში, რომელიც გურიაში იყრიდა კენჭს, საკმაოდ აქტიური ახალგაზრდაა, ამბობდა, მე ჩემი სოფელი და რაიონი დარწმუნებული ვარ, ხმას მომცემსო, თუმცა, საბოლოოდ შეურიგდა ისიც არჩევნების შედეგს და აღარ აპროტესტებს. მას არ გაუყალბეს? რატომ აღარ იბრძვის?

– მელიამ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, პირველი – მიშა სანამ გამოვა, მე გავახმოვანებ პარტიის განცხადებებსო, მეორე – თუ ქალაქის მერი გავხდები, „ენმ“-ის თავმჯდომარეობას დავტოვებო… შესაბამისად, ის გარდამავალი პერიოდის ლიდერია მხოლოდ? პარალელურად, ერთი შეხედვით, ემიგრანტები არ იყო მისი პრობლემა, თუმცა, მისი თავის ტკივილი იქნება, როგორც ჩანს, ემიგრანტებიც და თაკო ჩარკვიანიც.

– მეტი გაჭრილად როგორ თქვას ნიკა მელიამ, რომ მიშა იქნება ლიდერი და არა თავად? ამაზე მეტად პირდაპირ როგორ უნდა თქვას? რაც შეეხება ემიგრანტებს, მელიამ ჩათვალა, რომ ჭკვუას იხმარს, მან არ გადაიბარა ემიგრანტები, ამ ხიფათში არ ჩაიგდო თავი. ამიტომ, თემური ბიძიამ, გადაწყვიტა ემიგრანტები გადაებარებინა თაკოსთვის. აწყობდათ თაკო, მყვირალა, აქტიური ქალია, თუმცა, ასეთი შტერიც არ ეგონათ, თუ იქნებოდა, ახლა უკვე ღიად გამოჩნდა და კულუარულადაც საუბრობენ, რომ დიდი განხეთქილება დაიწყო „ენმ“-სა და ჩარკვიანს შორის, ეს არ აწყობს ალასანიას, ის ასე მარტივად არ პატიობს არავის არაფერს და თუ თაკომ მის სცენარს გადაუხვია, ის ამას ასე არ დატოვებს. შესაბამისად, უკვე არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ ალასანია მეტი პროცენტულობით ჩაერთოს პროცესში, რადგან მიშას რომ ეგონა, კარგი ზურგი ჰქონდა, იმედი რომ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ მთხლეები დაიტოვა ზურგში.  სასოწარკვეთამდე მიდის უკვე სიტუაცია, აქეთ თაკო და ემიგრანტები, იქეთ მელია და „ენმ“, სადაც თავის მხრივ, შიგნითაც ვერ თანხმდებიან – ეს კი, დიდი ალბათობით, დააჩქარებს რადიკალიზმს! არ დაელოდებიან კონკრეტულ დღეებს.

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved