• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეტად როგორ უნდა დაეცეს, ვერ წარმოვიდგენ … მართლა ვწუხვარ – მდინარაძე გოგაშვილზე

ალია ავტორი - ალია
18:34 09-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,134

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის რევოლუციის განხორციელებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ქართული ოცნების მიერ მათ გაშავებას ემსახურება :

“გულწრფელად გეტყვით, როდესაც სოსო გოგაშვილის ამ განცხადებებზე, ამ აბსურდებზე მეკითხებოდნენ, თავს ვიკავებდი. მაინც, ადამიანს რომ იცნობ, ალბათ, რაღაც გარკვეული უხერხულობები არის. მე ვნახე ვახო გომელაურს გაუჭირდა კომენტარი, რთულია, როდესაც ადამიანს კარგად იცნობ, შემდეგ მას რასაც აკეთებს, ის უთხრა, არათუ ზედმეტ შეფასებებში შეხვიდე. ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც მან დაიწყო ლაპარაკი, რომ მოსკოვში სიებს აგზავნის ქართული ოცნება. შეიძლება, ბევრი რაღაც იკადრონ ვიღაცებმა, ჩემთვის იმის მეასედიც მიუღებელი იყოს, მაგრამ ასეთი სიბინძურე, ტყუილიც არ არის, არ უნდა იკადრო არასდროს. ჩემთვის ეს გახდა წითელი ხახი და ამის შემდეგ ბევრი რაღაც ვთქვი მასზე.

დღევანდელი განცხადება ვნახე, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ, უკაცრავად ჟარგონისთვის, გააპრავოს ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, ლამის ყოველდღე იმუქრებიან პირდაპირ ეთერში შენობებში შეჭრით, რევოლუციური სცენარებით და კაცი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, მათი აგენტი გახდა, უპრავებს იმას, რომ ეს ხალხი არასდროს რევოლუციას არ გეგმავდაო. […] მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, როგორ უნდა დაეცეს, ვერ წარმომიდგენია, მართლა ვწუხვარ. მოსკოვში სიების გაგზავნა, ნაცმოძრაობას რევოლუციური სცენარით არასდროს უმოქმედია – ეს არის ის წითელი ხაზები, რის იქითაც ალბათ აღარც მორალი არსებობს, არაფერი აღარ არსებობს. უბრალოდ, ვიცით ჩვენ, რომ ერთი ადამიანი, რომელმაც იმ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რომ გახდა გვერდითა დამატებით სპიკერი და აგენტი ნაცმოძრაობის, ახლა ამ განცხადებას აკეთებს – ბევრს გააკეთებს კიდევ და საფუძველი არცერთს არ ექნება. უამრავ განცხადებას მოვისმენთ, რომელსაც მტკიცებულებები არ ექნება. ”

 

თეგები: მამუკა მდინარაძესოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved