მესტიაში დამწვარი სასტუმრო მაჟორიტარი დეპუტატისა და “ხალხის ძალის” წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაა. ამ დროისთვის სასტუმროს მენეჯმენტი ზარალს ითვლის.
მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ფოსტა” გასულ ღამეს დაიწვა. წინასწარი ვერსიით ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა მალევე მოედო 3 სართულს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ მომენტისათვის არ ვრცელდება ინფორმაცია, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული.
კომენტარები