• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მესროლეს, თავი მოვაჩვენე, რომ მოვკვდი” – რა დაინახა და რას ჰყვება კაცი, რომელიც ბუჩაში სიკვდილს გადაურჩა? – NYT

ალია ავტორი - ალია
17:08 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
640
The New York Times-მა გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები კიევის გარეუბანში, ქალაქ ბუჩაში 9 უკრაინელ კაცს იარაღით მიუძღვებიან რის შემდეგაც მათ, სავარაუდოდ კლავენ.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს მასალა, რუსეთის ომის დანაშაულებს აღწერს.

ვიდეო, რომელიც The New York Times-მა მოიპოვა 4 მარტს ვიდეოკამერამ გადაიღო.

თვითმხილველმა The New York Times-ს უთხრა, რომ რუსებმა მძევლები შემდეგ შენობის უკან გაიყვანეს და მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ჯგუფი აღარ გამოჩენილა.

თავდასხმებს 1 ადამიანი, ივან სკიბა გადაურჩა.

„მე მესროლეს და დავეცი.  ტყვია ფერდში მომხვდა და თავი მოვაჩვენე, რომ მოვკვდი. არ ვმოძრაობდი და არ ვსუნთქავდი. გარეთ ციოდა, ამიტომ სუნთქვა შესამჩნევი იყო.” – განაცხადა ივან სკიბამ.

სკიბას თქმით, ჯარისკაცებმა ხელახლა ესროლეს იმ დაჭრილებს, ვინც ჯერ კიდევ მოძრაობდა. მისი თქმით, მან ადგილი რუსი სამხედროების წასვლიდან 15 წუთში დატოვა.

მედიამ რვავე დაღუპული უკრაინელის იდენტიფიცირება შეძლო. მათი ცნობით, ისინი ომამდე ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ.

შემთხვევა ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩაზე მოხდა. რუსი სამხედროები ამ ქუჩაზე პატრულირებდნენ. მათ იაბლონსკას 144-ში მდებარე 4 სართულიანი ოფისის შენობა სამხედრო ბაზად გადააკეთეს და მიმდებარე სახლებს ჩხრეკდნენ.

7 უკრაინელი ამ დროს სახელდახელოდ შექმნილ საკონტროლო პუნქტზე მორიგეობდა. მათ მოსახლეობა რადიოთი გააფრთხილეს, რომ მტერი არეალს უახლოვდებოდა, თავად კი ერთ-ერთ სახლში დაიმალნენ.

ივან სკიბამ განაცხადა, რომ მათ შემდეგ 2 სხვა მებრძოლი შეუერთდათ. 1 საათის შემდეგ კი ჩხრეკისას რუსებმა ისინი იპოვეს და მძევლად აიყვანეს.

მეორე ვიდეოში, კი რომელიც NYT-ის ცნობით შემდეგ დღეს, 5 მარტსაა გადაღებული ჩანს დაღუპულთა ცხედრები და რუსი სამხედროები, ვინც ცხედრებთან დგანან.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ასახული ადამიანების ნაწილი, ვინც სავარაუდოდ 4 მარტს მოკლეს, ასევე ჩანს 3 აპრილს გადაღებულ ფოტოებში. ერთ-ერთ დაღუპულს ლურჯი მაისური ეცვა, რაც ბუჩადან გავრცელებულ ბევრ ფოტოში ჩანდა.

The NYT-ის ცნობით ის სამხილები, რაც მედიას აქვს, შესაძლოა, იყოს პირდაპირი მტკიცებულება 104-ე და 234-ე საავიაციო თავდასხმის პოლკის ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.

უკრაინის ცნობით, კიევის რეგიონში, მათ შორის ბუჩაშიც რუსი სამხედროების დატოვების შემდეგ 1 200-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს.

წყარო– ფორმულა

თეგები: ბუჩარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved