• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მესმის, რომ უფრო მეტი შეიძლება შევძლოთ, რაღაცა გავაკეთოთ, თუმცა იმ გარდაცვალების (თამაზ გინტური) შემდეგ, კიდევ დავამატეთ რაღაცები გავაძლიერეთ“ – ვახტანგ გომელაური

ალია ავტორი - ალია
17:20 03-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

შსს-მ არ იცის ვინ ესროლა თამაზ გინტურს – ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება მიდის, თუმცა გვარები და სია არ აქვთ.

“მაგას ალბათ ვერ დაგვაბრალებთ, რომ გავიგეთ რაღაც ინფორმაცია და ვმალავთ ვინ ისროლა, ვინ იყვნენ… ვმუშაობთ, ურთულესია. გამოძიება მიდის, თუმცა რომ ვთქვა, რომ ვიცით გვარები და უკვე სია გამზადებული გვაქვს, არ არის მასე” თქვა გომელაურმა.  

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურმა სოფელ კირბალთან, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს  “გარდაცვლილი” უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქის “გარდაცვალების” შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფომ “რაღაცები გააძლიერა”, თუმცა პირველმა პოლიციელმა არ დააკონკრეტა თუ რა გააძლიერეს.

შს მინისტრის განცხადებითვე, რაც არ უნდა დიდი ბიუჯეტი გამოიყოს, საოკუპაციო ხაზის 100%-ით გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია.

გომელაური ამტკიცებს, რომ “ბოლომდე საზღვარს აშშ ვერ იცავს”

მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზია, არის დაახლოებით 400კმ-იანი საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით, 100%-ით მისი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია რაც არ უნდა ბიუჯეტი მოგვცენ, 100 000 თუ გავხდებით შსს-ში მაშინ კი ბატონო. ჩვენ კი არა აშშ ვერ იცავს ბოლომდე საზღვარს – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 100% -იანი დაკეტვა მე გონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. 

მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ 100%-იანი დახურული აქვს საზღვრები, მითუმეტეს საოკუპაციო ხაზი, სადაც მოქალაქეები ზოგი გადადის იქით, ნათესავი ჰყავთ, ზოგი სასაფლაოზე გადადის და სამწუხაროდ არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით.

10 წელია, ხელმძღვანელი პირი ვარ, 2 წელი მოადგილე ვიყავი, ვკურირებდი მაგ მიმართულებას, ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც თუმცა ამის გამოსავალს, ეს გააკეთეთ და გადახურული იქნება 100%-ით, ვერავინ ვერ გვეუბნება.

მესმის, რომ უფრო მეტი შეიძლება შევძლოთ, რაღაცა გავაკეთოთ, თუმცა იმ გარდაცვალების (თამაზ გინტური) შემდეგ, კიდევ დავამატეთ რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო, ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენს ოკუპანტებს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ” – ამბობს გომელაური.

ტვპირველი

თეგები: ვახტანგ გომელაურითამაზ გინტური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved