ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:
მეშვიდე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ვუყურებ. თითო ქვეთავი ერთი გაკვეთილია, ბოლოს დავალებებით. მაქსიმუმ ორი ალბათ.
წიგნში ბევრი კორექტურაა – კაი, ეს მარტივად გასწორებადია, მაგრამ არაა სასიამოვნო. ასევე, სხვადასხვა თავებს სხვადასხვა ავტორი წერდა ალბათ – ტექსტის სირთულე დახტის თავიდან თავზე – ზოგჯერ ასაკის შესაბამისია, ზოგჯერ – ბევრად რთული.
ვკითხულობ 1.2 ქვეთავს. ყველაფერი, რაც შესავალშია მოცემული, სულ 5 გვერდზეა აღწერილი. ამ დროს ქიმიაც ახლა დაიწყეს ბავშვებმა, პარალელურად. გაჩვენებთ პირველ გვერდს, მერე დასკვნას და საშინაო დავალებას, რომლითაც ეს უზარმაზარი ცოდნა უნდა განიმტკიცონ ბავშვებმა.
ძალიან დიდი ბოდიში ავტორებთან – ვიცი, რამხელა შრომაა წიგნის შექმნა, მაგრამ ამ წიგნის მიზანი რა არის? ჯერ ტექსტის წაკითხვაში ენა დაიმტვრიონ 12 წლის ბავშვებმა და მერე ტერმინები დაიზეპირონ?
თუ მასწავლებელმა თავი არ გაიგიჟა და თვითონ არ მოძებნა დამატებითი რესურსები, დავალებები, პროექტები – ამ წიგნიდან არაფერი დარჩებათ თავში ბავშვებს. ყოველი ახალი ცნების გააზრებას და ათვისებას ბევრად უკეთესი ტექსტები, ბევრი მაგალითი, ლუპით წასაკითხი კი არა, მთელ გვერდზე გაშლილი ილუსტრაციები, დამატებითი წყაროები სჭირდება.
და თუ ამდენი უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, მაშინ რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ სამინისტროს შეექმნა ერთადერთი სახელმძღვანელო?
ნამდვილად არ ვიცი, მანამდე როგორი წიგნები იყო. უბრალოდ ამ ზაფხულს აღმოვაჩინე, რომ ბევრ ქართველ ბავშვს ბიოლოგია არ უყვარს და ვისაც უყვარს, არც იმან იცის კარგად. არადა, დღეს უმნიშვნელოვანესი საგანია.












კომენტარები