“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ალეკო ელისაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა. ცნობისთვის, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი მომტეხეს. ამ საქმეზე არათუ ვინმე დასჯილა, გამოკითხულიც კი არ არის არავინ. საგამოძიებო უწყებები ამ დამნაშავე პოლიციელების ვინაობას მესამე წელია “არკვევენ” და ვერ დაადგინეს. რახან შსს-ს ეიჩარი თურმე ვერაფრით ვერ ცნობს საკუთარ თანამშრომლებს, მე თავად საკუთარი ძალებით გავარკვიე ერთ-ერთი მოძალადის სახელი და გვარი – ეს არის ზაქრო ჩოხელი, რის შესახებაც გამოძიებას საჯარო განცხადებით მივმართე კიდეც არაერთხელ.
დაკავებით რომ ჯერ არ დაუკავებიათ, ფაქტია, ეიჩარის სამსახური როგორც ჩანს, ისევ ვერ ცნობს თანამშრომლებს. საინტერესოა, ძალადობასთან შეუპავრად მებრძოლი პროკურატურა გამოკითხვაზე მაინც თუ დაიბარებს ბატონ ზაქროს.”














კომენტარები