• რეკლამა
  • კონტაქტი
03:58, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერკელი რუსეთს, შემდეგ კი, უკრაინას ეწვევა

ალია ავტორი - ალია
18:18 08-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში მიემგზავრება და მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ეს მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტია რუსეთში, ვიდრე ის მომავალ თვეში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, პენსიაზე გავა.

“ჩვენ ვისაუბრებთ გერმანია-რუსეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, პანდემიის მართვაზე და ისეთ საერთაშორისო პრობლემებზე, როგორიცაა ავღანეთი და ჩიხში შესული მოლაპარაკება უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად” – განაცხადა მერკელმა.

მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ასევე ისაუბრებენ თითქმის დასრულებულ პროექტზე, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის სახელითაა ცნობილი. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის, რუსულ ბუნებრივ აირს გერმანიას მიაწვდის. მერკელი და პუტინი ასევე იმსჯელებენ ბელარუსზე, მიგრაციის პრობლემებზე, სირიაზე და სავარაუდოდ, რუსულ კიბერშეტევებზე.

რუსეთის შემდეგ, მერკელი უკრაინაში გაემგზავრება. გერმანიის კანცლერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში 22 აგვისტოს ელოდება. გერმანიაც საფრანგეთთან ერთად რუსეთს და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს, თუმცა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის დასრულების შემდეგ, მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან გაზსადენი გვერდს უვლის უკრაინას და ძირს უთხრის მის ენერგოუსაფრთხოებას.

„თუკი რუსეთი შეეცდება ენერგია იარაღად გამოიყენოს და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიული აქტი განახორციელოს, გერმანია ეროვნულ დონეზე მიიღებს ზომებს და ევროპის კავშირზეც მოახდენს ზეწოლას, სანქციების ჩათვლით, რათა შემცირდეს რუსეთიდან ენერგოსექტორში ექსპორტის შესაძლებლობები, მათ შორის – ბუნებრივი აირის და/ან სხვა ეკონომიკურად რელევანტურ სექტორში“ – ნათქვამია ამერიკა-გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გერმანია დანიშნავს საგანგებო რწმუნებულს, რომელიც შეეცდება უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწიოს რუსული აირის მიწოდების კონტრაქტის 10 წლის ვადით გასახანგრძლივებლად. ახლანდელ კონტრაქტს ვადა 2024 წლის დასასრულს ეწურება.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ანგელა მერკერივლადიმერ პუტინიზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved