• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერე რომ გადასულიყვნენ, ყველა გამსვლელ სიაში ვერ იქნებოდა” – რატომ არ ჩასვა ივანიშვილმა სიაში ოდიშარია? – მდინარაძის კომენტარი

ალია ავტორი - ალია
15:36 09-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,461

რატომ არ ჩასვა ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების” სიაში არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია? – უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ორივე დასახელებულ დეპუტატთან აღმასრულებელ რგოლში გადასაყვანად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამის შესახებ მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

მდინარაძე ასევე საუბრობს ხატია წილოსანზე, რომელიც 170 კაციან სიაში ასევე არ მოხვდა და ამტკიცებს, რომ წილოსანს პირადად პრემიერ კობახიძისგან ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეთავაზება.

ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც, უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, სიაში მოხვედრა თავად არ სურდა, ელგუჯა გოცირიძეა.

საერთო ჯამში, მდიდარაძის თქმით, “ოცნების” სიაში მმართველი გუნდის 14 წევრი ვერ მოხვდა.

არჩილ თალაკვაძე არ არის სიაში. თალაკვაძის და სხვების არყოფნის მიზეზი არის ერთადერთი, დღევანდელი უმრავლესობიდან 14 წევრი არ არის სიაში – ლევან მგალობლიშვილიც არ არის. სულ ერთი ან ორი ადამიანი არის ისეთი, რომლებთანაც კონსულტაცია მათივე ნებით არ მიმდინარეობს აღმასრულებელ რგოლებში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე. არჩილ თალაკვაძესთან ძალიან სერიოზულ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერჯერობით, სანამ შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე არიან სხვა ადამიანები, მაგალითად, ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ხატია წილოსანისადმი პრემიერის შეთავაზება იყო ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დიპლომატიურ სამსახურში. გამსვლელ სიაში რომ ყოფილიყო ყველა ის ადამიანი და მერე არ გადასულიყვნენ,  მერე რომ გადასულიყვნენ, ყველა გამსვლელ სიაში ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ისინი ყველა მათგანი ჩაამთავრებენ ამ მოწვევის პარლამენტს და ამის შემდეგ გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე”, – განაცხადა მდინარაძემ. 

“ოცნების” პარტიული სია ცნობილია. არჩილ თალაკვაძე “ოცნების” სიაში ვერ მოხვდა. “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის მიღმა დატოვა დატოვა ასევე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები: ბექა ოდიშარია, კახი კახიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი და ხატია წილოსანი.

სიაში ვერ მოხვდა ლევან კობიაშვილიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved