ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებასაც შაქარაშვილის მკვლელობა მოჰყვა აცხადებს, რომ საბედისწერო ღამეს პირველი დაპირისპირება დიჯეის უკავშრდება.
„ნახალოვკელმა უთხრა დიჯეი სიმღერა შეცვალეო და მერე გავიგე რომ ამაზე დაიწყო პირველი კონფლიქტი თუმცა, მალევე განიმუხტა.
არ ვიცი ბოლო კონფლიქტის მიზეზი, როდესაც გარეთ დაიწყო დაპირისპირება. სახლში რომ ყოფილიყო მეც ჩავერეოდი, მაგრამ ეს გარეთ ხდებოდა და ვერ გავიგე. როდესაც გარეთ გავედი უკვე ნაცემები იყვნენ ნახალოვკელები. საბურთალოელების მხრიდან პირველ ჩხუბში ნაცემი არავინ ყოფილა.“
კომენტარები