• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მერამდენე წელიწადია თან ემუქრებიან, თან ვერ უბედავენ, ხან კი უბედავენ, მაგრამ ისიც ნაწილობრივ” – ქართველიშვილი ივანიშვილზე

ალია ავტორი - ალია
16:10 05-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

,,ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი:

,,თავშივე დავწერ – ჩემი დაცვა ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება. ვეხმაურები ტენდენციას, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბური ჰიბრიდული ომის დროს გამოვლენილ ერთ-ერთ “სასიკვდილო” იარაღს – “სტიგმას” და “სტიგმატიზაციას”.

“რუსულის” კონტექსტში გახვეულ ქართველობას, ამ თავსმოხვეული სტიგმის მრავალფეროვნებაში – ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ამ შხამით წამლავენ დღეს პირველ რიგში გენმოდიფიცირებისათვის გამზადებულ ახალგაზრდა თაობებს. აი ახლაც, ამ ტექსტსაც მათთვის “კირილიცას” ელფერი ასდის, უბრალოდ თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, თორემ ხომ “ფაქტია” – აშკარად “რუსულია”.

მერამდენე წელიწადია თან ემუქრებიან, თან ვერ უბედავენ, ხან კი უბედავენ, მაგრამ ისიც ნაწილობრივ – ივანიშვილს სანქციების ქვეშ აყვანით. ამასობაში კი დრო გადის, ამ მოლოდინს კი იდეოლოგიური გრადუსის შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ “დასანქცირებამდე” შემოაგდეს მორიგი სტიგმა: “ივანიშვილს თავისი ფინანსები უზნეო გზებით აქვს დაგროვებული”.

ამ სტიგმის გავრცელება Gen Z-ის თაობებში (სხვა თაობების დაჯერება გაუჭირდებოდათ) საქართველოს ისტორიის საპატიო “სტიგმატიზატორს”, “დეგენერატიზატორსა” და “იდიოტიზატორ” ლევან ბერძენიშვილს ხვდა წილად. ასეთი დონის ნამუსგარეცხილის პოვნა უსამშობლოთა რიგებშიც ჭირს, მას კი ამ საქმეში “ძაღლიც ნაჭამი” აქვს და “ავტორიტეტიც” აქვს მოხვეჭილი.

ამ სტიგმატიზაციის სახელმძღვანელო მეთოდოლოგიაც იგივეა – ჯინ შარფი, პიტერ აკერმანი და ჯოზეფ ოვერტონი. ამ უკანასკნელის “სარკმელის” დაკეტვას ვერ ვასწრებთ, ფანჯარას გვიღებენ, ფანჯარას ავუჭედავთ – “ოვერტონის კარიბჭეს” გვახვედრებენ. კარიბჭეს, საიდანაც ყოველდღიურად შემოიდინება ჩვენს საინფორმაციო აღქმების ველში მტკიცებით ფორმაში უკვე ესოდენ ნაცნობი სტიგმები – მორწმუნე ტრადიციული ქართველების ტოტალური “რუსეთუმეობის”, ჩვენი მეფეებისა და წმინდანების “დეგენერატიზაციისა” და დღეიდან უკვე, ივანიშვილის “უზნეობის” თაობაზე.

საგანმანათლებლო სისტემის კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალგაზრდების ტვინებიდან კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, ღმერთისა და კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის საყოველთაო და მიზანმიმართული განდევნის პირობებში – მათი აზროვნების პრიმიტიული “ტრენდულ-ბრენდული” დატრენინგებული დაინფიცირება თავისას ახერხებს: ცნობილი, ნაკითხი პროფესორი მათ ხომ არ მოატყუებდა?

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved