• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეორე შვილს აკაკის დავარქმევთ – მერე უნდა გავაჩინოთ 2 გოგო და 2 ბიჭი – აზრადაც არავის მოსვლია გაყრა” – დედამთილი

ალია ავტორი - ალია
01:32 08-15-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

ჭორი გავრცელდა – ლევან ჯიბღაშვილი ცოლს გაეყარაო. სულ ორიოდე თვის წინ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენს, საპროცესო შეთანხმება და ხუთწლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

“კომენტარს არ ვაკეთებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მე ზუსტად ვიცი, რომ ნარკომანი და ბარიგა შვილი არ მყავს. მე ვიცი და უფალმა იცის, რომ ეს ასეა. დანარჩენს ღმერთი ყველას თავისას მიაგებს” – ივნისში ჩვენთან საუბარში განაცხადა ლევანის დედამ, ქალბატონმა ნონა ჯიბღაშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილის ქორწილი | Ambebi.GE

რაც შეეხება ლევანის პირადს, მსახიობს ცოლად ჰყავს სალომე სულხანიშვილი, ბიზნესმენ, აკაკი (ფეფე) სულხანიშვილის ქალიშვილი, რომელზეც ორი წლის წინ იქორწინა. წყვილს წლინახევრის ვაჟი, მიქაელი ჰყავს, რომლის ნათლობა და გრანდიოზული ქორწილი ლევანმა და სალომემ შარშან, ზაფხულში, გადაიხადეს.

კადრები ლევან ჯიბღაშვილისა და ...

ვინაიდან ლევანი ჟურნალისტების ზარებს აღარ პასუხობს, მის ცოლთან, სალომე სულხანიშვილთან დაკავშირება ვცადეთ. სალომემ გაიგო თუ არა, რომ მას სააგენტო “პრაიმტაიმი” უკავშირდებოდა, ტელეფონი უკომენტაროდ გაგვითიშა და მას შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს.

ლევანის დედა, ქალბატონი ნონა ჯიბღაშვილი კი ამბობს, რომ მისი შვილის ოჯახი არ დანგრეულა და მეორე შვილიშვილს ელოდება.

ნონა ჯიბღაშვილი: – არ ვიცი, საიდან მოდის ეს ჭორი. სალომეს ქმრის ფოტოები არ უდევს “ფეისბუქზეო” და დაასკვნეს, რომ ერთად აღარ არიან. ამ დაბოღმილი ქვეყნის გამო, აღარ ვდებთ ფოტოებს. შეგვჭამეს, რეები მოგვიწყეს, ხომ ნახეთ? საქართველოში წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებს ვერ ვიტანთ.

– ქალბატონო ნონა, სად არიან ახლა ლევანი და სალომე?

– ამჟამად დასასვენებლად არიან აბასთუმანში. მეორე შვილს ელოდებიან ოქტომბერში. ისევ ბიჭს ველოდებით. უფროსს ხო მამაჩემის სახელი ჰქვია, მეორეს სიმამრის სახელი უნდა დავარქვათ – აკაკი. მერე უნდა გავაჩინოთ ორი გოგო და ორი ბიჭი.

მთელი პანდემია ერთად ვიყავით, კახეთში. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გადასარევი გოგოა. აზრადაც არავის მოსვლია გაყრა. რძალიც მომწონს, შვილიც და შვილიშვილიც.

არსად აღარ ვჩანვართ და შეგვჭამეს. ასე რომ, ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად. არც ვდედამთილობთ და არც ვრძლობთ. ჩვენი ოჯახი არასდროს დაინგრევა. როცა რძალს დედამთილთან კარგად აქვს საქმე, ის ოჯახი არ ინგრევა (იცინის)…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved