• რეკლამა
  • კონტაქტი
14:34, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის” – ეკა ლალიაშვილი, “ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
17:22 11-08-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,070

ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე ვზოგავთ.

არადა რისკი დიდია და მას ხშირად საბურავების ექსპლუატაციის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევა ქმნის. საკითხთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეა მეორადი საბურავების გამოყენება, უფრო კონკრეტულად და დეტალურად საუბრობს„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

რამდენად მიზანშეწონილია მეორადი საბურავების გამოყენება და რამდენად უსაფრთხოა ის?

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ხარისხიანი საბურავი გვჭირდება ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია დამუხრუჭების პროცესში. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუხრუჭე მანძილი მაქსიმალურად მოკლე იყოს, რასაც უზრუნველყოფს ხარისხიანი საბურავები, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორადი საბურავების შემთხვევაში, ამ სტანდარტების დაკმაყოფილება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან შესაძლოა, საექსპლუატაციო ვადები დარღვეული იყოს. აქ განსაკუთრებული პრობლემა ისაა, რომ დაზიანება შეუიარაღებელი თვალით არ აღიქმება. ამას გარდა, შეიძლება არასწორ პირობებში ინახებოდეს და გაცვეთილი იყოს მასალა. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბურავის ხარისხზე აისახება და რისკის ქვეშ დგება უსაფრთხო გადაადგილება.

რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ დარღვეული იყოს, მაგალითად, ექსპლუატაციის წესები ქვეყანაში მის შემოტანამდე?

მეორადი საბურავების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ექსპლუატაციის ვადა ამოწურული არ იყოს, მაგრამ რეალურად, ზედმეტი ცვეთის შედეგად, მუშაობის ლიმიტი შეზღუდული აღმოჩნდეს. გვგონია, რომ ხარისხიან საბურავს ვყიდულობთ, თუმცა მისი პრეისტორია რადიკალურად საპირისპიროს ამტკიცებდეს. მაგალითად, აქ საყურადღებოა – როგორ გამოიყენა წინა მომხმარებელმა აღნიშნული საბურავი. შესაძლოა, ის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეც იყო ან შეუსაბამო პირობებში ინახებოდა – მაღალ ტემპერატურაზე ან ნესტიან გარემოში, რის შედეგადაც მასალას, რომლისგანაც საბურავი შედგება, ფუნქცია დაკარგული ჰქონდეს. ეს კი საფრთხის რისკებს ზრდის.

ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების წესების დაცვაც. ამ მიმართულებით რა საერთაშორისო გაიდლაინი არსებობს და რა საფრთხეს ქმნის მისი დარღვევა?

მეორადი საბურავების ტრანსპორტირებას აქვს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელთა დარღვევა პირდაპირ აისახება პროდუქტის ხარისხზე. საბურავები არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ, მათი ტრანსპორტირება არ უნდა ხდებოდეს ნესტიან პირობებში და დაცული უნდა იყოს ასევე გაგრილების პროცედურები. საბურავების შენახვა დაუშვებელია როგორც მაღალ ტემპერატურაზე, ისე ნესტის პირობებში. მაღალი ტემპერატურა იწვევს რეზინის გამოშრობას და მასალა კარგავს მდგრადობას, რის შედეგადაც შესაძლებელია, მცირე ზეწოლამაც გამოიწვიოს მისი დაზიანება. ასევე ნესტიან გარემოში რეზინი იჟღინთება წყლით, ზედმეტად რბილდება და კარგავს თვისებებს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხო გადაადგილებას. სამწუხაროდ, მეორადი საბურავების შეძენის დროს არ გვაქვს ინფორმაცია, რა საშუალებებით შემოიტანეს ის ქვეყანაში, ამიტომ მძღოლები ყურადღებით უნდა იყვნენ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

მეორად საბურავებში პროტექტორის სისქე იმაზე ნაკლებია ხოლმე, ვიდრე სტანდარტით არის დადგენილი. ეს დარღვევა რამდენად ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გზის საფარზე მოჭიდება ისედაც გართულებულია?

საბურავის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი არის პროტექტორის სიღრმე, რომელიც არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები, ხოლო ზამთრის პირობებში რეკომენდებულია 3-4 მმ. თუ პროტექტორის სიღრმე უფრო ნაკლებია, ეს საბურავი დამუხრუჭების დროს თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ამ ნიშნულის შემოწმება და გათვალისწინება აუცილებელია იმისათვის, რომ ზამთარში გადაადგილების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

რამდენად მნიშვნელოვანია საბურავის ასაკის გათვალისწინება, როდესაც ვსაუბრობთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე?

ყველა საბურავს აქვს თავისი საექსპლუატაციო ვადა, რაც, საერთაშორისო სტანდარტით, არის 6 წელი. როდესაც საბურავი ვადაგასულია, თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს და გარემოსაც ზიანს აყენებს, რადგან საბურავისგან წარმოქმნილი ემისია რისკის შემცველია.

რომ შევაჯამოთ, საბურავების სწორად შერჩევის რა ინსტრუქციები არსებობს და რა რჩევებს მისცემთ მძღოლებს, რა გაითვალისწინონ საბურავების შეძენისას?

მეორადი საბურავების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მძღოლები აქცენტს აკეთებენ ეკონომიაზე და ვერ აცნობიერებენ, რამდენად მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ თუ სხვის უსაფრთხოებას, როცა მეორად საბურავზე აკეთებენ არჩევანს. დღეს ჩვენ შეიძლება, ვფიქრობთ, რომ მეორადი საბურავები უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ მძღოლებს, რომ მეორე მხარეს საპირწონედ დევს უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ახალ საბურავებში ინვესტირება მნიშვნელოვანია და რიგ შემთხვევებში, თუ სეზონურ საბურავებს შეიძენენ და მას წესების შესაბამისად მოუვლიან, უფრო ეკონომიურიც კი.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved