საპარამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა:
„მელიას ვგულშემატკივრობ და მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს, თუმცა ალბათ ამის ნაკლებობაც არ არის. ადამიანურად მგონია, რომ ეს ადამიანი თავისმა პარტიამ გაწირა. უფრო მეტიც, თავისი ბელადი უკვე იქიდან კარნახობს, რომ გამოდი. მას პარლამენტში შემოსვლა მოუწევს. სამწუხაროა, რომ მელია კიდევ ერთხელ გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში და ეს თავის თავს დააბრალოს. აქ არავინ დაუწყებს ბულინგს. მობრძანდეს თუ უნდა მუშაობა“
კომენტარები