• რეკლამა
  • კონტაქტი
20:13, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მელია, კრიმინალი, კაცი, რომელიც მხილებულია პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:23 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

მინდა, რამდენიმე სიტყვით ვუთხრა მოსახლეობას, რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენს ქვეყანაში – კაცი, მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, ამ დროს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რადგან ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გარდა, ნიკა მელია მხილებულია პარლამენტზე შტურმის ორგანიზებაში.

„გამოვიდნენ ასევე დისკრედიტებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და რა თქმა უნდა, მათ სათქმელი არ აქვთ არავითარი, რა უნდა თქვან მათ რეალურად, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას იმ მძიმე დანაშაულებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში.  მინდა, რამდენიმე სიტყვით ვუთხრა მოსახლეობას, რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენს ქვეყანაში – კაცი, მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, ამ დროს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რადგან ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ეს ერთი, მას მისჯილი აქვს და ჩვეულებრივი კრიმინალია. ის იყო სააკაშვილთან ერთად მთელი ამ მაფიოზური დაჯგუფების წევრი და კრიმინალური საქმეების შემსრულებელი. და მეორე, კარგად გახსოვთ, რაც მოხდა ამერიკაში, კონგრესის შენობაზე თავდასხმა, სადაც ადგილზე 4 ადამიანი იქნა მოკლული პოლიციის მიერ და მომდევნო დღეებში 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს. ზოგს, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, 15-20 წელი მიესაჯა. ჩვენთან იგივე ბრალდებით იქნა ეს ადამიანი, მელია დაპატიმრებული, შემდეგ ნახეთ თქვენ როგორი შოუ, აბსურდული, ჩვენი სახელმწიფოსთვის და კონსტიტუციისთვის შეურაცხმყოფელი გაგრძელება ჰქონდა მთელს ამ საქმეს. დღეს ეს კაცი, ეს კრიმინალი, კაცი, რომელიც მხილებულია და ყველამ ნახა, პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი. ამას გარდა, სხვებზეც მინდა ვთქვა, რომ იმდენად დისკრედიტებულები და მარგინალები არიან, რომ ადგილებზე ვერ შეარჩიეს კანდიდატები, საკუთარ ოჯახის წევრებს აგზავნიან და ვირაც გაურკვეველ მარგინალებს და კრიმინალებს, გიგი უგულავას სახით, რომელიც გამოდის და ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. მე მოსახლეობას სიმართლეს ვეუბნები. ერთხელ დაანგრიეს ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ტერიტორიები, მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ. მე სიმართლეს ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით მე არაფერს ვიგონებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved