პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა IPSOS-ის კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა:
„ჩემი აზრით, ზოგადად, კვლევები საქართველოში გამოყენებულია არჩევნებამდე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ამ კვლევაზე დაყრდნობით, ნიკა მელია აქვეყნებს გამარჯვებულის ტონით პოსტს, სადაც ის მეორე ადგილზეა. პირველ და მესამე ადგილზე არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები – ახლანდელი და წინა, რომელთა შედეგების საერთო ჯამი, მნიშვნელოვნად აღემატება მთელი ოპოზიციის რეიტინგს. ჩემი აზრით, ეს არის ან არითმეტიკის არცოდნა, ან რაოდენობრივი აზროვნების პრობლემა“
„მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე:
„შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 35%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30%,
„საქართველოსთვის – 9%,
„ევროპული საქართველო“ – 4%,
„ხალხისთვის – 4%,
„ლელო“ – 3%,
„მესამე ძალა“ – 3%,
„ლეიბორისტული პარტია“ – 3%,
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2%,
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%,
„დროა“ – 1%,
„მოქალაქეები“ – 1%,
სხვა პარტიები – 3%.
კომენტარები