• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მელაძემ გააკეთოს განმარტება, რატომ ერჩის ახვლედიანს?” – ვახო ახვლედიანის ოჯახი

ალია ავტორი - ალია
19:20 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ.

“პირველ ყოვლისა, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით “ტვ პირველზე” გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ, 7 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: “აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ.” რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: “აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ”.


ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი, სავარაუდოდ, ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება იყო. შემდეგ გამოშვებებში კი აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამ მათი სიუჟეტი გააზიარა და, “ტვ პირველზე” დაყრდნობით, ვახო ახვლედიანი მძიმე ფორმით გააკრიტიკა.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია, ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს, ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი.

ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს, ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი. ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც. ვითხოვთ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან – ნოდარ მელაძისგან, გააკეთოს განმარტება, რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს.

სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც  – დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას.

ასევე, სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი – გიორგი ქათამაძე. ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძესა და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი.

სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის – მსხვერპლზე. მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით. იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს!”

წყარო: POSTV

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved