• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„მეხუთე წელია, რაც ამ გუნდისთვის რაღაცეებს ვაკეთებთ და ასეთი ემოცია არ მქონია“ – თეგეტას მხარდაჭერა „სოხუმს“

ალია ავტორი - ალია
13:48 08-10-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

5 წელიწადზე მეტია, რაც ზუგდიდში პატარა სპორტსმენებს სარაგბო კლუბი “სოხუმი” აერთიანებს. სხვადასხვა ასაკის მოზარდები კვირაში სამჯერ იკრიბებიან და მონდომებით ვარჯიშობენ. “სოხუმში” მეტწილად აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები ირიცხებიან, რის გამოც თავის დროზე შესაბამისი სახელწოდება გუნდის შექმნის ინიციატორებმა, ლევან ჯობავამ და დავით დგებუაძემ შეარჩიეს.


“ამ გუნდში ვარჯიში არის სრულიად უფასო, ფორმა, ტრანსპორტი, თამაშებზე ტარება, შეკრებები. ჩვენი ამოცანა და გუნდის მთავარი იდეა არის ის, რომ ბავშვები ჩვენი ხელშეწყობით ჩაერთონ ჯანსაღ ცხოვრების წესში, არამარტო სპორტული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც. საბოლოო ჯამში კი მივიღოთ ის, რომ რაგბის გუნდი “სოხუმი” კი არ ზრდიდეს რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშეს – ზრდიდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც რაგბისაც კარგად ითამაშებენ”, – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი ლევან ჯობავა.

წლიდან წლამდე “სოხუმის” დამფუძნებლებს კლუბის არსებობისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება სხვადასხვა ხერხით უწევთ. თავდაპირველად ახალგაზრდა სპორტსმენებს ასეთ მხარდაჭერას რამდენიმე კერძო პირი და კომპანია უწევდა, ასევე, პროცესში ჩართული იყო საქართველოს რაგბის კავშირიც, თუმცა ბოლო წლებში კლუბი, ძირითადად, გულშემატკივრების შემოწირულობებით არსებობს. თანხა მოზარდების ფორმებზე, საკვებზე, საჭირო ინვენტარსა და შეჯიბრებებზე ტრანსპორტირებისთვის იხარჯება. ასევე გათვალისწინებულია 2 მწვრთნელის ხელფასიც.

“პირველ წელს, 1 კომპანიის და 3 კერძო პირის შემოწირულობებით არსებობდა, მეორე წელს 3 კომპანიის თანადაფინანსებით შეიკრა ეს თანხა. მესამე წელს დიდი ნაწილი თანხის იყო ხალხის შემოწირულობები, გვეხმარებოდა რაგბის კავშირი, რომლის ჩართულობაც სულ იყო ჩვენი გუნდის ამბებში. 2019-2020 წლის ბიუჯეტი ჩვენ შევაგროვეთ, თუმცა პანდემიის გამო რაც დატრიალდა ყველამ ვიცით და ისე მოვახერხეთ, რომ 2021 წლის ივლისის ჩათვლით ვიმყოფინეთ ეს თანხა. დავზოგეთ ტრანსპორტირების და კვების ხარჯი, მოვახერხეთ მწვრთნელებისთვის არ შეგვეჩერებინა ანაზღაურება. ახლა გაგვიმართლა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია დაინტერესდა, ადამიანებიც შემოუერთდნენ ამ ამბავს და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათი ნდობის გამართლება და გავამართლებთ კიდევაც”, – გვიყვება ლევანი და რამდენიმე დღის წინ მომხდარ სასიხარულო ამბავსაც გვიზიარებს.

“როდესაც მწვრთნელებთან ერთად დავთვალეთ მომავალში რა გვჭირდებოდა, ეს კი იყო ასაკობრივი შევსება, რაც ხარჯებს ზრდიდა, გამოვიდა დაახლოებით 38 000 ლარი. ვიცოდით, რომ პატარა საქმესთან არ გვიწევდა შეჭიდება და შემზადებულები ვიყავით, რომ ამ თანხის შეგროვება ძალიან გაიწელებოდა. კამპანიის დაწყებიდან 22- ე დღეს მირეკავს ტელეფონი, თაკო “თეგეტა ტრაქ ენდ ბასიდან” მეუბნება, რომ გაიგო ჩვენს შესახებ და კომპანია იღებს პასუხისმგებლობას “სოხუმის” სპონსორობის მიმართულებით. მეხუთე წელია, რაც ამ გუნდისთვის რაღაცეებს ვაკეთებთ და ასეთი ემოცია, შემთხვევა არ მქონია. გავჩუმდი, ცოტა ხანი გავშეშდი და მერე მივხვდი, რომ პირველი აუცილებლად რაც იყო უნდა მეთქვა, იყო მადლობა”.

“თეგეტა თრაქ ენდ ბასის” წარმომადგენლები ზუგდიდშიც ჩამოვიდნენ და ნორჩი მორაგბეების ვარჯიშს დაესწრნენ. კომპანიის სატვირთო, ავტობუსებისა და სპეც.ტექნიკის მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელის თამარ კიკნაძის თქმით, კომპანიისთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

“მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით ზუგდიდში, რაგბის კლუბ “სოხუმის” მხარდასაჭერად. “თეგეტა ტრაქ ენდ ბასი” ჩაერთვება ყველა აქტივობაში ერთი წლის განმავლობაში, კლუბის ფინანსური მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი. ძალიან გვიხარია, რომ ამ სპორტის და ზოგადად მოზარდების მხარდამჭერი ვიქნებით ჩვენ და მათ სპორტულ განვითარებაში წვლილს შევიტანთ. “თეგეტა ჰოლდინგი” არის ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია და ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა”, – აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

“სოხუმის” კიდევ ერთი დამფუძნებელი და მწვრთნელი დავით დგებუაძე მიიჩნევს, რომ სპორტულ განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია აღსაზრდელების არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვაც.

“ხშირად გვიწევს გამეორება, რომ რაგბი არის ოჯახი, ამ გუნდში კი მართლა იგრძნობა ის სიტუაცია, რასაც მეგობრობა და ოჯახი ჰქვია. გვჯერა, რომ ურთიერთობები, რომელიც ჩამოუყალიბდათ ბიჭებს გაგრძელდება წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ის, რომ ბიჭები იყვნენ მხოლოდ კარგი სპორტსმენები, ამასთან ერთად აუცილებელია ის მინიმალური განათლება, რომელიც სჭირდება მათ სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებაში, რადგან ამ თაობამ უნდა ააშენოს უკეთესი მომავალი, უკეთესი საქართველო. გვქონდა პრობლემა დაფინანსებასთან დაკავშირებით, გამოჩნდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია “თეგეტა თრაქ ენდ ბას”, რომელმაც მთლიანად უზრუნველყო ჩვენი გუნდის დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ ეს ბიჭები იარსებებენ, ერთად იქნებიან, ჩამოაყალიბებენ შეკრულ, ერთიან გუნდს რომელიც განვითარდება, რომელიც უკეთეს საზოგადოებას ააშენებს და მე ამის ღრმად მჯერა”.

ახლა ახალგაზრდა სპორტსმენები მეტი სტიმულითა და უფრო დიდი მონდომებით განაგრძობენ ვარჯიშს, მათი მთავარი მიზანი სპორტული წარმატებების მიღწევაა, რაშიც მორალურთან ერთად უკვე ფინანსურ მხარდაჭერასაც გრძნობენ.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved