• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეგობარი ქალისთვის სექსუალური კავშირის იძულებისთვის კაცი 7 000 ლარით დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
20:18 01-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

მეგობარი ქალისთვის სექსუალური კავშირის იძულების, ოჯახში ძალადობისა და ადევნებისთვის მოსამართლემ კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ batumelebi.ge წერს.

განაჩენის მიხედვით, კონფლიქტი წყვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ქალმა კაცთან ურთიერთობა შეწყვიტა. კაცი მას თვეების განმავლობაში აიძულებდა შეხვედრას და სექსუალურ კონტაქტს. ერთ-ერთ ეპიზოდში, კაცი ქუჩაში შეხვდა ქალს და ხელი დაარტყა. მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე იქვე მყოფ ქალის არასრულწლოვან შვილსაც.

პროკურატურა ბრალდებულს ასევე ედავებოდა ადევნებას და სექსუალური კავშირის იძულებას „სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით”.

„პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, იგი სისტემატურად უთვალთვალებდა მ-ს და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან… მუდმივად აკითხავდა ავტომანქანით, უსიგნალებდა და ხმამაღლა ეძახდა, რის შემდგომაც მ. ამყარებდა მისთვის არასასურველ კომუნიკაციას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატურად ახორციელებდა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს… წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, აშანტაჟებდა პირადი ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, შეურაცხყოფას აყენებდა ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილს”,- აღნიშნულია განაჩენში.

განაჩენის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილმა ქალმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ყველაზე მძიმე, რასაც პროკურატურა ბრალდებულს ედავებოდა, სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლია – სექსუალური კავშირის იძულება, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა იგი 7 ათსი ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლემ ბრალდებულს შეფარდებული ჯარიმა – 10 ათასი ლარი 7 ათას ლარამდე შეუმცირა იმიტომ, რომ იგი დაახლოებით ორი თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

წყარო: Batumelebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved