• რეკლამა
  • კონტაქტი
10:31, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე“ – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ბენო ქაშაკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:33 03-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„რადიო თავისუფლებამ“ კორონავირუსით ინფიცირებულ ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ყვება როგორ დაავადდა Covid 19-ით და როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა.

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე. აქ სპეციალური სამსახურია, რომელიც ჩამეკითხა, რა კონტაქტები მქონდა… და რომ დავუფიქრდი, რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ზოგიერთი ვერც გავიხსენე. მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად, მე თვითონ გადავწყვიტე, გამესაჯაროებინა. მივხვდი, რომ ასე უფრო დავიცავდი ჩემს ახლობლებს, მათ, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა თბილისში და არამარტო თბილისში. ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, რომლის ცოდნაც არ მაკლდა, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება – ასე გიპასუხებდით“, – ამბობს ქაშაკაშვილი.

მისი თქმით, მას და მის მეუღლეს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ და ამ ეტაპზე სიმპტომები აღარ აღენიშნებათ, ექიმები კი ძალიან თავდაჯერებულად მოქმედებენ და ზედმიწევნით არიან დაცულები.

„მე თაყვანს ვცემ მათ. ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ახალგაზრდებიც არიან, რეზიდენტურა, პროფესიონალებიც,  პროფესურაც  მოდის და დარწმუნებული ვარ, ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. დღის და ღამის ყველა მომენტში ყველა პაციენტთან“, – აღნიშნავს ბიზნესმენი.

ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ მედიის მხრიდან „ვინოტელში“ მომხდარი შემთხვევის ინტერპრეტირება მისთვის საწყენი აღმოჩნდა.

„გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა. ეპიდემიოლოგიის კუთხით ქვეყანას არასდროს გაუვლია ასეთი მძიმე გამოცდა, ხო? და საზოგადოებამ, ალბათ, ხელი უნდა შევუწყოთ გაგებით და არა ხელის შეშლით, შეგნებული თუ შეუგნებელი, რომლის შემთხვევების შესახებაც სამწუხაროდ გავიგე“, – აცხადებს ქაშაკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved