• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მედოკი“, „იდეალი“, თუ ტორტი? – 5 რჩევა ხარისხიანი ტკბილეულის ასარჩევად

ალია ავტორი - ალია
17:08 04-28-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,374

პირველი ტორტი დაახლოებით 2000 წლის წინ შეიქმნა იტალიაში, სიტყვა ტორტი იტალიურად ნიშნავს მდიდრულად მორთულს, ასევე არსებობს თეორია, რომ ტორტი პირველად გამოიგონეს საბერძნეთში, რადგან სწორედ ამ ტერიტორაზე აღმოაჩინეს მორთული ნამცხვრების კვალი, მესამე მოსაზრებით, ის აღმოსავლური კულტურის ნაწილია. ასეა, თუ ის, ტორტი გახდა ყველა სადღესასწაულო დღის კულმინაცია.

რაც შეეხება ნამცხვრებს, მათი არჩევანი დღეს ბაზარზე ბევრნაირია, თუმცა, მე ყველაზე მეტად მაინც „მედოკი“ და „იდეალისკენ“ გამირბის თვალი. დაუდგენელია, ისინი ბიძაშვილები არიან, თუ დეიდაშვილები, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ორთავე ძალიან გემრიელია, ორთავემ გაუძლო დროს, დაატკბო არაერთი თაობა და უამრავ ადამიანს აჩუქა ბედნიერება. ამბობენ, რომ არ კინკლაობენ და არც ერთმანეთის შურთ, ასე, წყვილად დადიოდნენ დედამიწაზე და შემდეგ, ერთხელაც, „ტკბილ ქვეყანას“ მიადგნენ, აბა, ქვეყანა, რომელიც ტკბილია უჩვენოდ ვის გაუგიაო? ოღონდ, ერთი პირობა ჰქონდათ, ჩვენი ისტორია, გემო, განწყობა უცვლელად უნდა მიიტანოთ ადამიანებამდეო. ბოლოს გუშინ მივირთვი და კი, – ისევ ის გემოებია, ცნობილი, განსაკუთრებული.

დღეს მოგიყვებით,

რა ნიშნებით უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ტკბილეული:

ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ესაა – სად სჯობს შევიძინო ტკბილეული? მაღაზიაში თუ საკონდიტროში? საკონდიტრო ქარხანაში, თუ კერძოდ უნდა შევუკვეთო?

 

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ პირს, კომპანიას, სადაც ყიდულობთ ტორტს, ნამდვილად აქვს ხარისხის სერტიფიკატი.

იკითხეთ, მოწმდება თუ არა პროდუქტის ხარისხი ლაბორატორიაში და რამდენად უახლესი ტექნოლოგიითაა ლაბორატორია აღჭურვილი – რადგან, თუ თქვენ იყიდით ტკბილეულს პირისგან, ვინც არც ხარისხს აკონტროლებს და არც სერტიფიკატები გააჩნია, წინასწარ უნდა იყოთ მზად, რომ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე.

რა ღირს ? – ზოგი მწარმოებელი თვლის, რომ ტორტის გაფორმებაზე იმდენი დრო და ენერგია უნდა დახარჯოს, რომ შეუძლია ტკბილეულის ფასი სამჯერ გაზარდოს, ზოგი მწარმოებელი ცდილობს, ძველი, ნაცნობი გემო მოიტანოს თქვენამდე, მოხდენილი ვიზუალით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ფასი უნდა პასუხობს პროდუქტს – ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ დღესასწაულებს საყვარელი ტორტების და ნამცხვრებვის დასაგემოვნებლად და თავად შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი დღესასწაულები, ამიტომაც, სასურველია საყვარელი ტკბილეული ფინანსურადაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ინგრედიენტები, რომლებზედაც ალერგიული რეაქცია გაქვთ – როცა ქარხანაში წარმოებულ ტკბილეულს ყიდულობთ, თქვენ ზუსტად იცით მისი შემადგენლობა, იცით, რომ ამ ტორტს წლებია ერთნაირად ამზადებენ თქვენთვის, იცით, რომ რეცეპტი უცვლელია და დღეში რამდენიმე ასეულობით მზადდება, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ თქვენ ტორტში ის პროდუქტი მოხვდეს, რომელიც არ წერია შეფუთვაზე და რომელზედაც ალერგია გაქვთ, ნოლის ტოლია.

ზომა და ვიზუალი – რამდენმა შეუკვეთეთ სხვა ზომის და ვიზუალის ტორტი და მიიღეთ სხვა? რამდენს ჩაგმწარდათ დღესასწაული? რამდენს გქონდათ იმედგაცრუება? ტკბილეულის ქარხანაში, თუ მაღაზიაში ტკბილეულის ყიდვისას, წინასწარ იცით, ხედავთ რას ყიდულობთ, იცით, პროდუქტის ზომა, წონა, ვიზუალი.

რაც მთავარია, ტკბილეულის ქარხნის დამზადებული ტორტი შეგიძლიათ თავად ქარხანასა, თუ მაღაზიაში ნებისმიერ დროს შეიძინოთ – გინდათ დღევანდელი დღე აქციოთ დღესასწაულად? არ დაგჭირდებათ ჯერ ძებნა, მერე ნახევარი ქალაქის გავლა, შეგიძლიათ, უახლოეს მაღაზიაში შეიძინოთ თქვენი საყვარელი პროდუქტი.

და ბოლოს შეფუთვა – შეფუთვა საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, დესერტის გემო, სუნი და შენახვის ვადა დამოკიდებულია შეფუთვის მახასიათებლებზე.

შეგახსენებთ, ტკბილი ქვეყანა 2006 წლიდან ბაზარზეა, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს. ახერხებს ძველი და ახალი გემოებით დღემდე გაგვაოცოს და ეს ალბათ, იმის დამსახურებაცაა, რომ მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც ქარხანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, იტალია, შემოიტანა. ტკბილი ქვეყნის პროდუქციის ხარისხის კონტროლი მუდმივად ხდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში.

ტკბილი ქვეყნის ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ საფირმო მაღაზიებში: 

ქარვასლა, ც.დადიანის ქ. N7;

კარფურის შენობა – საბურთალო, სულხან ცინცაძის N5)

ან საწყობის მისამართზე – თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ვახტანგ ნინუას N 3.

(R)

 

თეგები: ტკბილეულიტკბილი ქვეყანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved