მედიის წარმომადგენლები პარლამენტში „ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. ჟურნალისტები გეგმავენ სხდომათა დარბაზთან „ქართული ოცნების” დეპუტატებს ამ ფოტოებით დახვდნენ.
როგორც ჟურნალისტები განმარტავენ, ეს არის მდუმარე აქცია და ამით ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ვალდებულნი არიან დაიცვან ჟურნალისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.
კომენტარები